დღის თემაპოლიტიკასაქართველო

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან – 33 წელი

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „მთავრობის სასახლესთან“ (ახლამდელი პარლამენტის შენობა) მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ, რომელშიც უმრავლესობას 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ ფლობდა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაიწერა.

საქართველო არასოდეს დაივიწყებს იმ საბედისწერო დღეს დაღუპულ ადამიანებს, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლების იდეით ანთებულები შეეწირნენ საბჭოთა (რუსულ) სისხლიან ანგარიშსწორებას. აი, ისინიც:

აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; მფლობელი: გივი ნახუცრიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close