ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ აღიარეს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა იგი მარტის თვის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) კლუბის ოფიციალურ აპლიკაციაში მიმდინარე გამოკითხვის შედეგად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ კვარა იყო „ნაპოლის“ MVP თებერვალშიც.

„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი თავდამსხმელი Azzurri-ს („აძური“) გულშემატკივრებმა „ნაპოლის“ ოფიციალურ აპლიკაციაში ხმის მიცემის შედეგად დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ.

მარტში კვარა იყო „ნაპოლის“ ძალიან მნიშვნელოვანი დადგმების მთავარი გმირი, რომელმაც კვლავ მოიპოვა აღიარება თავისი გენიალური მანევრებისთვის. ნომერი 77 არის Azzurri-ს პირველი მოთამაშე, რომელმაც ამ სეზონში ზედიზედ ორჯერ მოიპოვა თვის MVP-ს ტიტული! ვულოცავთ კვარას, მარტის ყველაზე ღირებულ მოთამაშეს MSC-ს ვერსიით“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნუცა ყაველაშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close