დღის თემავიდეოხელოვნება

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ისევ საფრანგეთი გახდა, ზედიზედ მეორედ, მთლიანობაში კი – მესამედ (ვიდეო)

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დღეს, 26 ნოემბერს გაიმართა საბავშვო ევროვიზიის 21-ე ფესტივალი, რომელზეც საქართველო „რანინას“ წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ანასტასია ვასაძემ და, ასევე, „რანინელებმა“ – ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა წარადგინეს.

Palais Nikaïa-ს სცენაზე ქართველი კონკურსანტები მეათე ნომრად გამოვიდნენ და შეასრულეს  სიმღერა – Over The Sky,

ეროვნული ჟიურის და მაყურებლის ხმების შეჯამების შედეგად წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა 228 ქულით (შარშან საფრანგეთმა 203 ქულით გაიმარჯვა), საქართველო კი 74 ქულით 16 მონაწილეს შორის მე-14 ადგილზე გავიდა. შესაბამისად, მომავალ წელს ევროვიზიის კონკურსი ისევ საფრანგეთში გაიმართება.

საფრანგეთის წარმომადგენელმა ზოემ შეასრულა სიმღერა Coeur („გული“), რომელმაც გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებეთ, რომ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლებმა 3-ჯერ გაიმარჯვეს – 2008 წელს ანსამბლი „ბზიკები“ გახდა პირველი ადგილის მფლობელი, სიმღერით „ბზზზ“, 2011 წელს CANDY-მ მოიგო კონკურსი სიმღერით „CANDY MUSIC“, 2016 წელს კი მარიამ მამადაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი სიმღერით „მზეო“.

წლევანდელი გამარჯვების შემდეგ საფრანგეთი საქართველოს დაეწია – ფრანგებმა წელს ზედიზედ მეორედ და მთლიანობნაში უკვე მესამედ (ბოლო 4 წელიწადში) გაიმარჯვეს საბავშვო ევროფესტივალზე.

შეგახსენებთ, რომ შარშან სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენელმა ლისანდრომ გაიმარჯვა, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა კი მესამე ადგილზე გავიდა.

ნინო ხოშტარია

ეს კი საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლა ევროვიზია 2023-ზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close