ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

„ატალანტასთან“ მატჩის დროს კვარაცხელია ფეხებში უხეშ დარტყმებს უძლებდა, მსაჯმა ამაზე თვალი დახუჭა – პაოლო ზილიანი

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო ზილიანი, რომელიც 1992-1993 წლებში „ნაპოლიში“ გამოდიოდა, გუშინდელ მატჩში  ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ „ატალანტასა“ და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრების მარჯვენა მცველის, ჰანს ჰატებურის გადამეტებულ უხეშობაზე წერს, რომელიც მსაჯმა ვერ (თუ არ) შეამჩნია და ჰატებური, რომელიც ყვითელ ბარათს იმსახურებდა, ერთ ეპიზოდში საერთოდაც დაუსჯელი დარჩა – მსაჯს ჯარიმაც კი არ დაუფიქსირებია. ამის შესახებ ინფორმაციას ilnapolista.it ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველივე თამაშში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა „ნაპოლის“ თავდამსხმელისთვის, რომელიც მოედანზე ჰატებურის არაერთი უხეშობის მსხვერპლი გახდა, მატჩი იოლი არ ყოფილა. სწორედ ამას აკრიტიკებს ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო ზილიანი სოციალურ ქსელში.

„საბედნიეროდ, ჰატებური მოედანზე მხოლოდ 33-ე წუთზე შევიდა. [საბედნიეროდ] იმიტომ, რომ კვარაცხელია მთელი მატჩის 2/3 მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ მის ხისტ ფეხის დადებას და უხეშ დარტყმებს უძლებდა, მსაჯს კი ყვითელი ბარათის ჩვენება არც უფიქრია. ალბათ AJA-ში ([იტალიის მსაჯთა ასოციაცია – Associazione Italiana Arbitri – რედ.) ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე არა კვარას, არამედ ჰატებურის სანახავად დადის“, – წერს პაოლო ზილიანი X პლატფორმაზე და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

პოსტის კომენტარებში ყველა ეთანხმება ზილიანის, წერენ, რომ ცუდი მსაჯობა იყო, ზოგი წერს, რომ მსაჯი ან არაკომპეტენტური იყო, ან არაკეთილსინდისიერი და რომ ეს იტალიაში სათანადო მსაჯობა დღემდე პრობლემაა. ზოგი აპროტესტებს იმას, რომ „ნაპოლის“ პირველი გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს და განმეორებით ეს ეპიზოდი მხოლოდ 30 წუთის შემდეგ აჩვენეს (ეს მომენტი შეგიძლიათ ნახოთ სტატიის ბოლოში განთავსებულ ვიდეოში – რედ.), როდესაც „ატალანტას“ არჩათვლილი გოლისას დაფიქსირებული ოფსაიდის მომენტი მაშინვე გაიმეორეს.

ასეა თუ ისე, „ნაპოლიმ“ მოიგო და გამარჯვებაში თავის გუნდს კვარაც დაეხმარა გოლით. და, რაც მთავარია, ხვიჩა ჰატებურის მრავალგზის უხეშობის შემდეგ, საბედნიეროდ, ტრავმას გადაურჩა.

ნუცა ყაველაშვილი

კიდევ ერთხელ ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close