ვიდეოხელოვნებასაქართველო

საქართველოს წარმომადგენლები საბავშვო ევროვიზიაზე შეასრულებენ სიმღერას OVER THE SKY – სიმღერის ვიდეორგოლი გამოვიდა (ვიდეო)

2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით „რანინას“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულ ანასტასია ვასაძესთან ერთად ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან და შეასრულებენ სიმღერას Over The Sky.

კომპოზიციაზე მებო ნუცუბიძემ და ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილმა იმუშავეს.

ზაზა ორაშვილის მიერ გადაღებული კლიპი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერაზე Over The Sky 15 ოქტომბერს გამოვიდა.

წელს ფესტივალი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება 26 ნოემბერს, რადგან შარშან სომხეთში გამართულ კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. საქართველო გასულ წელს მესამე ადგილზე გავიდა.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველომ სამჯერ გაიმარჯვა: 2008 წელს ანსამბლი „ბზიკები“ გახდა პირველი ადგილის მფლობელი სიმღერით „ბზზზ“, 2011 წელს ანსამბლი CANDY – სიმღერით „CANDY MUSIC“, 2016 წელს კი მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა სიმღერით „მზეო“.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სამი პატარა ქართველი მომღერალი წარადგენს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close