მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ბრიტანეთის უნივერსიტეტში 2024 წლიდან მაგიის სამაგისტრო პროგრამას ასწავლიან

დიდი ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტი პირველი იქნება, რომელიც სტუდენტებს მაგიის შემსწავლელ პროგრამას შესთავაზებს. პროგრამა ერთწლიანი იქნება და მსურველების მიღება 2024 წლიდან დაიწყება. სამაგისტრო პროგრამის დამთავრებულებს მაგისტრის ხარისხი მაგიასა და ოკულტურ მეცნიერებებში მიენიჭებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალი სამაგისტრო პროგრამის შინაარსი, ძირითადად, მაგიის ისტორიის სწავლებაზე იქნება დაფუძნებული. აკადემიკოსები ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, არქეოლოგიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის და რელიგიის სფეროში სტუდენტებს მაგიის ისტორიასა და მის როლზე მრავალმხრივ ცოდნას შესთავაზებენ.

„მაგიისა და ოკულტიზმის შესახებ ბოლო კვლევამ გამოავლინა, რომ ამ საკითხის მიმართ დიდი ინტერესია როგორც აკადემიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. როგორც ჩანს, სწორედ ეს საკითხები დგას საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური კითხვები ცენტრში”, – განაცხადა მაგიისა და ოკულტიზმის კურსის ხელმძღვანელმა ემილი სელოვმა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალ კურსს სტუდენტები ისეთი პროფესიული კარიერისთვის შეუძლია მოამზადოს, რომელიც მენტორობას, მასწავლებლობას და, ასევე, მუზეუმს, ბიბლიოთეკასა და საგამომცემლო საქმიანობას უკავშირდება. მაგიისა და ოკულტიზმის მოდულები მრავალფეროვანი იქნება, ძირითადი მიმართულებები კი ხელოვნებას, ლიტერატურას, არქეოლოგიასა და ისტორიას უკავშირდება.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close