დღის თემამსოფლიოკულტურა

საბავშვო ევროვიზიაზე საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, საქართველო მესამე ადგილზეა (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საბავშვო ევროვიზია 2022-ის შედეგების გამოცხადება – ერევანში გამართულ წლევანდელ კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა.

საქართველო მესამე ადგილზე გავიდა.

მეორე ადგილზე კი მასპინძელი ქვეყნის, სომხეთის წარმომადგენელია.

საფრანგეთმა მეორედ მოიპოვა გამარჯვება ევროვიზიის საბავშვო ფესტივალზე, 2020 წელს ვალენტინა (Valentina) გახდა გამარჯვებული სიმღერით J’imagine.

ამრიგად, რეკორდსმენი კვლავ საქართველო რჩება, რომელსაც 3 გამარჯვება აქვს.

მოუსმინეთ საფრანგეთის წარმომადგენლის – ლისანდროს (Lissandro) გამარჯვებულ საკონკურსო სიმღერას Oh Maman!

შეგახსენებეთ, რომ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლებმა 3-ჯერ გაიმარჯვეს – 2008 წელს ანსამბლი „ბზიკები“ გახდა პირველი ადგილის მფლობელი, სიმღერით „ბზზზ“, 2011 წელს CANDY-მ მოიგო კონკურსი სიმღერით „CANDY MUSIC“, 2016 წელს კი მარიამ მამადაშვილი გახდა გამარჯვებული, სიმღერით „მზეო“.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close