ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 12-18 დეკემბერი

ამ კვირის პირველი ნახევარი დიდ შესაძლებლობებს მოგიტანთ თქვენი პოტენციალის რეალიზაციისთვის. შეძლებთ ფანტაზიის გამოყენებას, საკუთარ თავში ახალი ნიჭის აღმოჩენას. ამ პერიოდში ბევრი უნარი პრაქტიკაში გამოგადგებათ. პირად ურთიერთობებში კვირის პირველ ნახევარში შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარონ. დიდად სავარაუდოა ახალი ნაცნობობა, მოულოდნელი შეხვედრები და არაჩვეულებრივი სასიყვარულო პაემნები, თუმცა თუ თქვენს გეგმებში სერიოზული ურთიერთობაა, მაშინ აირჩიეთ, ვისთან გსურთ ამ სერიოზული ურთიერთობის გაგრძელება და სხვები დაივიწყეთ. ამ პერიოდში, ზოგადად, რეკომენდებულია უარი თქვათ ყოველგვარ გადაჭარბებაზე.

კვირის მეორე ნახევარში ახალი პერსპექტივების დანახვის საშუალება გექნებათ. დიდი ალბათობით, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი პოტენციალის გაძლიერებაში დაგეხმარებიან. ეს პერიოდი შესანიშნავი დროა პიროვნული განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან ხისტ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. თავისუფლებისკენ გადაჭარბებული ლტოლვა ახლა შეიძლება თქვენი წარმატებისთვის დაბრკოლება აღმოჩნდეს.

 

ვერძი

ამ კვირაში შეეცადეთ, თავი დაიცვათ სტრესული სიტუაციებისგან ნებისმიერი საშუალებით და არ მისცეთ უფლება ნეგატიურ ემოციებს, გავლენა მოახდინონ თქვენს ქმედებებზე. სასურველია არ გამოავლინოთ კოლეგებთან შეუწყნარებლობა და გადაჭარბებული მოთხოვნები. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მშვიდ ატმოსფეროში საყვარელ ადამიანებთან ერთად, დაგეგმეთ ოჯახური მოგზაურობა. კვირის ბოლოს თქვენი თავდაჯერებულობა გაიზრდება და რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებას შეძლებთ. ვერძის ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს პირად ცხოვრებაში ახალი საინტერესო მოვლენები ელოდება.

სასიკეთო დღეები: 13, 15

არასასიკეთო დღე: 16.

 

კურო

ამ კვირაში, ვარსკვლავების მდებარეობის გამო, დიდი იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ რაიმე სერიოზული პოზიტიური ძვრები მოხდება პირად ან პროფესიულ ცხოვრებაში. კარგი იქნება, თუ მცირე უსიამოვნებებს დაუყოვნებლივ დაივიწყებთ და ამაზე ხმამაღლა არ ისაუბრებთ. კვირის ბოლოს სიტუაცია გარკვეულწილად გამოსწორდება. შაბათ-კვირას უმჯობესია საყვარელ ადამიანებთან ერთად დაისვენოთ, თეატრში ან კინოში წახვიდეთ. შეეცადეთ ზედმეტი ეკონომიით თავი არ დაიტანჯოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

კვირის დასაწყისი საკმაოდ პრობლემური იქნება, გარკვეული დაბრკოლებები გაგაწვალებთ და გუნება-განწყობა მკვეთრად შეგეცვლებათ, თუმცა შაბათ-კვირას ყველაფერი მოგვარდება და კარგ საზოგადოებაში სრულფასოვან დასვენებას შეძლებთ. შუა კვირაში შესაძლებელია შემოქმედებითი მიღწევები, მოგება და შექება ხელმძღვანელობისგან. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. თქვენი რჩეული მზადაა თქვენთვის მთები გადადგას. მალე ერთად განახორციელებთ იმ მიზანს, რომლისკენაც რამდენიმე თვეა, ისწრაფვით.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კირჩხიბი

ძალიან კარგი კვირაა კარიერული წინსვლისთვის. აუცილებლად შეგამჩნევენ, შეგაქებენ, დაგაწინაურებენ, მაგრამ შეეცადეთ, თავადაც იაქტიუროთ და სრულად გამოავლინოთ თქვენი პროფესიული ნიჭი. პირად ცხოვრებაში შესაძლოა უკმაყოფილო დარჩეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის განვითარებით, ძალიან ბევრი პრობლემა თქვენ შორის დაშორებას გაზრდის და შესაძლოა სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მთავარია არსებული ვითარება კარგად გააანალიზოთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ. შაბათ-კვირას მოაწყვეთ ხმაურიანი წვეულება ახლო მეგობრებისთვის და კარგად გაერთეთ.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ლომი

ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენამ შეიძლება სამსახურში თქვენი პასუხისმგებლობა გაზარდოს და საზრუნავი მოგემატოთ, ამიტომ შესაძლოა საკმარისი დრო არ გქონდეთ საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად. წარმატება აქტიურობას და ძალისხმევას მოითხოვს და თუ სამსახურში გარკვეული ცვლილებების განხორციელების მცდელობა წარმატებული იქნება, ეს ხელს შეუწყობს სახლში სიტუაციის გაუმჯობესებას. შაბათ-კვირას საშუალება გექნებათ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან. თქვენი განწყობა გაუმჯობესდება და მაშინვე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ქალწული

ვარსკვლავების გავლენის გამო სირთულეები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გქონდათ, წარსულს ჩაბარდება. მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურს და შესაფერის მომენტს ელოდა, ამ კვირაში შეუძლია უსაფრთხოდ შეუდგნენ საქმეს, რადგან ეს კვირა სწორედ ხელსაყრელი დროა. ხუთშაბათს შესაძლოა სამსახურში ხელმძღვანელობისგან მადლობა დაიმსახუროთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია კარიერული ზრდისთვის. სავარაუდოდ, კვირას სახლში მოულოდნელ სტუმრებს და მათგან ღირებულ ინფორმაციას უნდა ელოდოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

ამ კვირის დასაწყისში მეგობარმა შეიძლება ღირებული რჩევა მოგცეთ ან მნიშვნელოვანი სამსახური გაგიწიოთ. გარშემო მყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. კოლეგები მხარს დაუჭერენ თქვენს წინადადებებს და ხელმძღვანელობამ შეიძლება დაგაჯილდოოთ კარგი ინიციატივებისთვის. ხუთშაბათი ძალიან კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, მათ შორის, რომანტიკულისთვისაც. მოერიდეთ არასასიამოვნო სიტუაციაში ჩარევას. შაბათ-კვირას შეეცადეთ სასიამოვნო კომპანიაში კარგი დრო გაატაროთ – ენერგიით აღივსებით.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მორიელი

ამ კვირაში შეეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ შესაძლო სიტუაციები და საქმეებს მთელი სერიოზულობით მოეკიდოთ. უფრო მეტიც, თქვენმა უყურადღებო დამოკიდებულებამ გარკვეული საკითხების მიმართ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება დაძაბულობა წარმოიშვას ოჯახშიც. აქ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ატმოსფერო სახლში, პირველ რიგში, თქვენზე და საყვარელ ადამიანებთან თქვენს ურთიერთობაზეა დამოკიდებული. იყავით ყურადღებით და შეძლებთ გადალახოთ მრავალი წინააღმდეგობა და ახალ დონეს მიაღწიოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, ამ კვირაში ის მიიღოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. შეძლებთ გადაჭრათ რამდენიმე პრობლემა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაწუხებდათ. ფინანსებთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ, რაც დიდ მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ. მოერიდეთ ყოველგვარ დაპირისპირებას – კამათს, კონფლიქტებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, დაგეგმეთ მომავალი არდადეგები. საჩუქრების ყიდვის დროა. და გახსოვდეთ, რომ აქტიური დასვენება შესანიშნავი საშუალებაა სასიამოვნო შთაბეჭდილებების მისაღებად.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თხის რქა

ეს კვირა საინტერესო მოვლენებით იქნება დატვირთული. ბევრი საზრუნავი, ზარი, თხოვნაა მოსალოდნელი ყველა მხრიდან. თქვენ განსაკუთრებული პირდაპირობა გახასიათებთ. გააძლიერეთ იუმორის გრძნობა, თუმცა ეცადეთ, კოლეგებსა და მეგობრებს არ დასცინოთ. ხელმძღვანელობის კრიტიკა პოზიტიურად მიიღეთ, რადგან თუ მოთმინებას და ტაქტს დაკარგავთ, სიტუაციას უფრო გააუარესებთ. შაბათ-კვირა შესანიშნავი დროა საახალწლო საჩუქრების საყიდლებზე წასასვლელად.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მერწყული

თითქმის ყველა თქვენი საქმის დასრულებას შეძლებთ, მაგრამ ამას დიდი ძალა და ენერგია დასჭირდება. ამიტომ რაციონალურად გაანაწილეთ დრო სამუშაოსა და დასვენებისთვის. შეეცადეთ, ინიციატივა გამოიჩინოთ, მაგრამ ყველა დავალებას თქვენს თავზე ნუ აიღებთ, დატვირთვა უნდა გადანაწილდეს. პირად ცხოვრებაში ზედმეტად პრეტენზიული არ უნდა იყოთ და პარტნიორისგან ძალიან ბევრი არ მოითხოვოთ. არ არის გამორიცხული, რომ შაბათ-კვირას მოგიწიოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაახალისოთ სტუმრები სახლში.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თევზები

ეს კვირა კარგი პერიოდია გარკვეული შედეგების შესაჯამებლად. მოვლენები სწრაფად განვითარდება და თქვენი ცხოვრება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი სამეგობრო წრე საინტერესო ადამიანებით გაფართოვდეს. ალბათ გექნებათ შესაძლებლობა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში სიახლე და რომანტიკა შეიტანოთ. თქვენი შაბათ-კვირა საკმაოდ დაძაბული იქნება, რადგან საკმაოდ ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ შეეცადეთ, დრო დასასვენებლადაც გამონახოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 18.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close