fbpx
ვიდეომსოფლიოnews

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა (ვიდეო)

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა. ვალენტინამ შეასრულა სიმღერა J’imagine და 200 ქულა დაიმსახურა.

ქართველი კონკურსანტი სანდრა გადელია მე-7 ნომრად გამოვიდა, გიგა კუხიანიძის სიმღერით „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) და 111 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი პანდემიის გამო ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასში 12 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ადგილზე ყაზახეთი გავიდა, მესამეზე – ესპანეთი.

შეგახსენებეთ, რომ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლებმა 3-ჯერ გაიმარჯვეს – 2008 წელს ანსამბლი „ბზიკები“ გახდა პირველი ადგილის მფლობელი, სიმღერით „ბზზზ“, 2011 წელს CANDY-მ მოიგო კონკურსი სიმღერით „CANDY MUSIC“, 2016 წელს კი მარიამ მამადაშვილი გახდა გამარჯვებული, სიმღერით „მზეო“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close