fbpx
newsიტალია

იტალიის დედაქალაქში, „რომას“ სპორტულ ბაზაზე ბომბები აღმოაჩინეს

რომში, იტალიური საფეხბურთო კლუბის, „რომას“ სპორტულ ბაზა „ტრიგორიაზე“ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები აღმოაჩინეს.

ისინი ახალი საწვრთნელი მოედნის მშენებლობისას მუშებმა აღმოაჩინეს და შესაბამის ორგანოებს გამოუძახეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ბაზის ცენტრალურ ნაწილში მეოცე საუკუნის შუა პერიოდის დროინდელი 20 საჰაერო ბომბი იყო. იტალიის არმიის შესაბამისმა სპეციალისტებმა მათი გაუვნებელყოფა შეძლეს და მშვიდობიანად მოაცილეს ადგილიდან.

„რომას“ მთავარი გუნდი ამ დროს სხვაგან ვარჯიშობდა და მათ საწვრთნელ პროცესს მომხდარის გამო ხელი არ შეშლია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close