საზოგადოებასაქართველო

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, 12 დაღუპულს შორის ზაზა მესხის მეუღლე ამოიცნეს (ვიდეო)

24 დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვებიც

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვესამ დროისთვის ოფიციალურად სტიქიის შედეგად 12 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ისევ ეძებენ 24 დაკარგულს, რომლებთანაც კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება.

დაღუპულებს შორის ნიდერლანდებში მცხოვრები  ზაზა მესხის მეუღლე, ალინინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზაზა მესხის ყოფილი ცოლი ავრცელებს, რომელიც თავის დაკარგულ 2 შვილს ეძებს – ზაზა მესხთან ერთად დაკარგული მისი 3 შვილიდან 2 მას სწორედ პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

დღეს სტიქიის ეპიცენტრში შსს-ს ვერტმფრენით იმ ადამიანების ოჯახების წევრები და ახლობლები ჩაიყვანეს, რომლებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ძებნა-შველის ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. დრონების საშუალებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close