მიგრაციაეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მდიდარი და ღარიბი რეგიონები და შიდა მიგრაციის პრობლემა (რუკა)

საბერძნეთი, კონსტიტუციის მიხედვით, წარმოადგენს სოციალურ სახელმწიფოს, რაც გულისხმობს ხელისუფლების ვალდებულებას, მაქსიმალურად შეამციროს უთანასწორობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი სოციალური პროგრამა მოქმედებს, უთანასწორობის დაძლევა დღემდე ვერ ხერხდება.

საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პრობლემა რეგიონების არათანაბარი განვითარებაა, რაც ქვეყნის დედაქალაქის მიმართულებით შიდა მიგრაციის გაძლიერებას იწვევს. შედეგად, დღეს ატიკის ოლქში ქვეყნის მოსახლეობის, ფაქტობრივად, ნახევარი ცხოვრობს. საბერძნეთის სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, აღნიშნულ რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 23 ათას ევროს აღემატება. მეორე ადგილზეა სამხრეთ ეგეოსის რეგიონი, ანუ კიკლადების არქიპელაგი, სადაც მთავარი ტურისტული ცენტრები მდებარეობს, მათ შორის მიკონოსი და სანტორინი, ხოლო მესამეზე კი – დასავლეთ იონიის კუნძულები (კერკირა, კეფალონია, ზაკინთოსი), სადაც ასევე ტურიზმია განვითარებული. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ რეგიონებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ ატიკის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

საბერძნეთის ყველაზე ღარიბ რეგიონებს წარმოადგენენ ეპიროსი, თრაკია და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები, სადაც მშპ ატიკის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია. ბუნებრივია, აქაური მოსახლეობის მიგრაცია ათენის მიმართულებით განსაკუთრებით შესამჩნევია.

გიორგი ჯანელიძე

სრული სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close