საზოგადოებასაქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ან აღდგენის პროცესის გამარტივების მოთხოვნით აქცია გაიმართა – მოგცემდნენ საქართველოს მოქალაქეობას? სამი ტესტი

20 ივლისს ორგანიზაციამ „დევნილები დევნილებისათვის“ თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის პროცედურის გამარტივებას მოითხოვდნენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით, ადამიანები, რომლებიც წარსულში საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ მძიმე მდგომარეობის გამო წლების წინათ ქვეყნიდან წავიდნენ, ახლა ბევრ ბარიერს აწყდებიან. მაგალითად, როგორიცაა ქართულ ენასა და ისტორიაში გამოცდების ჩაბარება ან მათი განცხადებების მრავალთვიანი განხილვა.

მომიტინგეებმა ხელისუფლებას მოსთხოვეს, შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს გაუმარტივებს. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების ან აღდგენის პროცედურა მარტივი უნდა იყოს საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ქართველისთვის.

საქართველოს მოქალაქეობის მსურველები აბარებენ სამ ტესტს: ენაში, ისტორიაში და სამართალში.

თითო ტესტში 10 კითხვაა. გამსვლელი ქულაა 7.

გადადით ამ ბმულზე  და შეამოწმეთ თქვენი უნარები: https://www.radiotavisupleba.ge/a/32510608.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close