მიგრაცია

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან – მონაცემები განახლდა

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 2.313 მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე მეტი – 1.504 მოქალაქის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდიან საფრანგეთი – 332, საბერძნეთი – 102, შვეიცარია – 83, იტალია – 48, ჰოლანდია – 46, პოლონეთი – 40.

შსს-ს ცნობით, დეპორტირებულთაგან 10 პირს საქართველოს ხელისუფლებამ, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, უარი უთხრა სამშობლოში დაბრუნებაზე. მათ შორის ხუთის დეპორტაცია იგეგმებოდა გერმანიიდან, დანარჩენების – ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და ავსტრიიდან.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.

ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close