„სასწაული უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონიათ“ – ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ, თუ შობის სასწაულის ჯერ კიდევ არ გჯერათ
ჩაზ პალმინტერის საშობაო რომანტიკული ფილმი „ნოელი“ (Noël – ფრ. „შობა“) ახალ წელს სანახავი ყველაზე მოთხოვნადი ფილმების სიაშია. კინომელოდრამა, სადაც მთავარ როლებს სიუზან სარანდონი, ალან არკინი, რობინ უილიამსი, პენელოპა კრუსი და პოლ უოკერი ასრულებენ, ეკარნებზე 2004 წელს გამოვიდა.
შობა ნიუ-იორკში წლის ყველაზე ჯადოსნური დროა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას წელიწადის ამ დროსაც ვერ პოულობენ. ნინა, რომლის როლსაც პენელოპა კრუსი ასრულებს, საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებას გეგმავს, თუმცა პოლ უოკერის გმირის მორიგ გამოხტომას ვერ ეგუება და მისგან მიდის. როზი, რომლის როლშიც სიუზან სარანდონი გვევლინება, საწოლთან მიჯაჭვულ დედას 10 წელია უვლის და ამის სანაცვლოდ წარმატებულ კარიერას თმობს. ნამდვილი სასწაული კი მის ცხოვრებაში შობის ღამეს საავადმოყოფოს ერთ ჩვეუელებრივ პალატაში იწყება. არტი კი, რომლის როლსაც ალან არკინი ასრულებს, ყოველ შობას გარადაცვლილ მეუღლეს ელოდება. მას სჯერა, რომ ის რეინკარნაციის შედეგად სხვა ადამიანის სახით მობრუნდება. ამ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს თითქოს არაფერი აქვთ საერთო, თუმცა შობის ღამე მათ ცხოვრებას სამუდამოც ცვლის – როგორ? ამას ფილმიდან გაიგებთ.
გააგრძელე კითხვა აქ: fortuna.ge/fortuna/post
კომენტარები