fbpx
ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ესპანეთში ბინის ძარცვის მცდელობისას, 3 ქართველი დააკავეს

ქალაქ სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსის ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.

როგორც მედია იუწყება, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ქართველი დააკავეს. ცნობილია სამივეს ვინაობა. დაკავებულები არიან 29, 32 და 35 წლის პირები. მათ ჩხრეკის შედეგად კარის საკეტების გასაღებად საჭირო ხელსაწყოები და მანქანების გასაღებები აღმოაჩნდათ .

„ძარცვის სქემა ძალიან მარტივია: ისინი ამაგრებენ წებოთი პატარა ძაფებს კარის ძირსა და ჩარჩოს შორის. ეს ძაფი მოთავსებულია ისე, რომ კარის გაღების შემთხვევაში წყდება. ისინი ბრუნდებიან მეორე დღეს და ამოწმებენ. თუ ძაფი ხელუხლებელია, ნიშნავს, რომ სახლში არავინაა. ამის შემდეგ ისინი იწყებენ ხელსაწყოს გამოყენებას საკეტის გასაღებად“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ესპანური მედიის ცნობით, ეს არის მეთოდი, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად იყენებენ ქართული წარმოშობის ე.წ. ბანდები სახლების მოსანიშნად.

mtavari.tv

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close