მიგრაციაკრიმინალიმიგრაცია

ევროპაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის 23 წევრი დააკავეს, მათ შორის 2 – საქართველოს მოქალაქეა (ვიდეო)

პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ. ბოროტმოქმედები ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3 000-დან 15 000-მდე ევროს ითხოვდნენ. ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს. იგი ტაქსომოტორული კომპანიის მფლობელია და ავტომობილებს აქირავებდა მიგრანტების უკანონოდ გადაყვანისთვის.

ამ საქმეზე სულ დაკავებულია 23 ეჭვმიტანილი, მათ შორის, საქართველოს ორი მოქალაქე, რვა პოლონელი, ცხრა უკრაინელი, ერთი ერაყელი, ერთი ბელარუსი და ორი – ტუნისის მოქალაქე. 15 დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენები კიპოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. გამოძიებას ლუბლინის პოლიცია ატარებს.

ამასთან, „ევროპოლი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის მთლიანობაში 61 ადამიანია დაკავებული. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შორისაც, ძირითადად, სირიისა და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, ერაყიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეები სხვადასხვა უკანონო დერეფნით გადაყავდათ. „ევროპოლის“ ცნობით, ბოროტმოქმედები ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3 000-დან 15 000-მდე ევროს ითხოვდნენ. „ევროპოლის“ შეფასებით, მთლიანობაში დამნაშავეებმა ამ საქმიანობისთვის 16 მილიონ ევრო აიღეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close