პოლიტიკაიტალიაკულტურა

„ლა სკალას“ სეზონი რუსული ოპერა „ბორის გოდუნოვით“ გაიხსნა უკრაინის პროტესტის მიუხედავად

რუსი კომპოზიტორის, მოდესტ მუსორგსკის ოპერა „ბორის გოდუნოვმა“ გახსნა მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალას“ ახალი სეზონი მიუხედავად უკრაინის მოწოდებისა, რომ ახალი სეზონის პროგრამა შეეცვალათ.

თეატრის სეზონის გახსნის პირდაპირი ტრანსლაცია Rai1-ზე და Rai3-ზე გადაიცემოდა.

მსოფლიოში ცნობილი თეატრის ახალი სეზონის გახსნა ყოველთვის არის იტალიის მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა. ამჯერად სეზონი „ბორის გოდუნოვით“ გაიხსნა, რომლის დადგმა დანიელმა რეჟისორმა კასპერ ჰოლტენმა განახორციელა. ორკესტრის დირიჟორობა თეატრის მთავარმა დირიჟორმა რიკარდო შაიიმ (იტ. Riccardo Chailly) ითავა.

მთავარი გმირის, ბორის გოდუნოვის პარტია რუსმა საოპერო მომღერალმა ილდარ აბდრაზაკოვმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად, გახსნის ღონისძიებას ერთად ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. სერჯო მატარელასა და ჯორჯა მელონის  გვერდით სამეფო ლოჟაში იყო ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი.


ფოტო: ANSA/Francesco Ammendola

„ლა სკალას“ ახალი სეზონის „ბორის გოდუნოვით“ გახსნის გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. თეატრის მთავარმა რეჟისორმა შეახსენა საზოგადოებას, რომ ამ ნაწარმოების პრემიერა იტალიაში სწორედ „ლა სკალაში“ გაიმართა 1909 წელს და მაშინ ბორის გოდუნოვის პარტია უდიდესმა მომღერალმა, გენიალურმა ბანმა – ფიოდორ შალიაპინმა შეასრულა.

ნოემბერში უკრაინის გენერალურმა კონსულმა მილანში ანდრეი კარტიშმა ქალაქის და თეატრის ხელმძღვანელობებს სთხოვა, არ გაეხსნათ „ლა სკალას“ სეზონი მუსორგსკის ოპერით. მისი თქმით, იტალიაში უკრაინული თემი ამ გადაწყვეტილებას „დიდი იმედგაცრუებით და წუხილით“ შეხვდებოდა. კონსულის ამბობს, რომ რუსეთი კულტურას „თავისი დიდებისა და ძლიერების მტკიცებისთვის წონის მისაცემად იყენებს“.

„ლა სკალას“ ხელმძღვანელმა დომინიკ მეიერმა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. „ამაში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება მიმართული იყოს უკრაინის წინააღმდეგ. საუბარია ნამდვილ შედევრზე“, – თქვა მან.

იტალიელი სპეციალისტების აზრითაც, „ბორის გოდუნოვი“ – შედევრია, რომელიც მთელ კაცობრიობას ეკუთვნის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close