ეკონომიკასაქართველო

მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება. ამ დაფინანსების ფარგლებში 2023 წლიდან პენსიებიც გაიზრდება: მომავალი წლიდან ადამიანები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 70 წელი, პენსიის სახით თვეში 365 ლარს მიიღებენ, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლები – 440 ლარს.

„ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება 440 ლარამდე. თითქმის 440 ლარი იქნება პენსია. სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი, ასევე, გარდა პენსიისა მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალურად გასაცემელის ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 სექტემბერს გამართულ მთვარობის სხდომაზე.

ამჟამად 70 წელს მიღწეული მოქალაქეების პენსია 300 ლარს შედგენს, 70 წლამდე – 260 ლარს. მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 312 ლარია, ხოლო 70 წლის ზემოთ – 360 ლარი.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც ინდექსირების წესი განისაზღვრა, რაც იმას გულისხმობს, რომ პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება.

ამას გარდა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იწყება 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დევნილებისთვის.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე, იყო 50 ლარი და ახლა არის 150. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარამდე და ესეც გაგრძელდება, ჩვენი სურვილი არის, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023-ში და როგორი შემოსავლები, გვინდა, რომ კიდევ გავზარდოთ და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ, მოგეხსენებათ. 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და დასრულდება ძალიან მალე. ამისთვის 250 მლნ ლარია გამოყოფილი 2023 წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close