fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტები

„ღმერთმა ევა შექმნა არა ადამის ნეკნისგან, არამედ…“ – რა მოხდა სინამდვილეში ედემის ბაღში, ებრაელი მეცნიერის აზრით

ღმერთმა ევა ადამის პენისიდან შექმნა და არა მისი ნეკნიდან, აცხადებს რელიგიის მკვლევარი, ამერიკაში მცხოვრები ებრაელი მეცნიერი ზიონი ზევიტი (Ziony Zevit).

რამდენიმე წლის წინ გამოცემულმა მისმა წიგნმა აღშფოთება გამოიწვია, – წერს DAILYMAIL-ი.
მეცნიერი ვარაუდობს, რომ ევა შეიქმნა ადამის ბაკულუმისგან (ბაკულუმი – პენისის ძვალი, რომელიც ზოგიერთ ძუძუმწოვრაში გვხვდება, მაგალითად, გორილებსა და შიმპანზეებში).

ებრაული სიტყვა tsela უნდა ითარგმნოს, როგორც „ამობურცული კიდური“ და არა, როგორც „ნეკნი“.
ეს განმარტავს, რატომ აკლიათ ადამიანებს ბაკულუმი და რატომ აქვთ მამაკაცებსა და ქალებს ნეკნების ერთნაირი რაოდენობა.

ბაკულუმი

თავისი თეორიის გასამყარებლად მერილენდის ამერიკულ-ებრაული უნივერსიტეტის პროფესორმა ზევიტმა თქვა, რომ ძველი აღთქმიდან აღებული ებრაული სიტყვა tsela მრავალჯერ და სხვადასხვა კონტექსტში გვხვდება ძველ აღთქმაში და  სწორედ ამან შეიყვანა მთარგმნელები შეცდომაში.

იგი აცხადებს, რომ ეს სიტყვა გამოიყენებოდა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, რომელიც გამოდის ტანიდან, მათ შორის – ფეხებს, ხელებსა და პენისზე.

„ამ ჩამონათვალიდან ერთადერთი, რომელსაც ძვალი აკლია, არის პენისი“, – განმარტა მან თავის წიგნში – „რა მოხდა სინამდვილეში ედემის ბაღში?“

ებრაული გაზეთის, Haaretz-ის ცნობით, ნაკლებსავარაუდოა, რომ თეორია სწორი იყოს. გამოცემას მოჰყავს მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი: პოსტბიბლიურ ებრაულში tsela კვლავ გამოიყენება „ნეკნის“ მნიშვნელობით.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close