ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლის“ ფანების რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე დღეს „ტორინოსთან“ მატჩში (ვიდეო)

„ნაპოლიმ“ მოიგო ანგარიშით 3:1 და კვლავ ლიდერია

ნახეთ „ნაპოლის“ ფანების რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე დღეს „ტორინოსთან“ მატჩში. ხვიჩა ისევ მოწოდების სიმაღლეზეა, „ნაპოლი“ ჩემპიონატის ლიდერია (ვისაც არ უნახავს, შევახსენებთ, რომ მატჩი „ნაპოლის“ გამარჯვებით დასრულდა 3:1).

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში შესანიშნავად ჩატარებული შესანიშნავი მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია თავის კლუბს – „ნაპოლის“ დაუბრუნდა და დღეს „ტორნოსთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა თითქმის 80 წუთი (მე-80 წუთზე იგი ელმასმა შეცვალა). ხვიჩამ ფანები არც ამჯერად გააწბილა და იტალიის  ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა მე-6 წუთზე პირველი საგოლე შეტევა წამოიწყო. ხვიჩამ შეტევა მარცხენა ფლანგზე მარიო რუის გაუგრძელა, მან კარის წინ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. ანგისამ მე-12 წუთზე დუბლი შეასრულა – საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შევარდა, კვარაცხელიამ კი პენალტის ნიშულთან ყოფნით მცველს მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა და კამერუნელმა ნახევარმცველმა თავისუფლად დაარტყა – 2:0.

ხვიჩას პერსონალურად მეურვეობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ, მაგრამ 31-ე წუთზე მაინც გათავისუფლდა და კარის წინ პიოტრ ჟელინსკი მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. კვარაცხელიას შანსი 37-ე წუთზე მიეცა და გოლადაც აქცია. ფლანგზე შეტევა ხვიჩას ჟელინსკიმ გაუგრძელა, ქართველმა თავდამსხმელმა მოედნის ცენტრიდან ირბინა, ორ მცველს გაექცა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

ანტონიო სარაბრიამ 43-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და შესვენებამდე „ნაპოლიმ“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 3:1. მეორე ტაიმშიც მეტი გოლი არ გასულა და, შესაბამისად, „ნაპოლიმ“ ანგარიშით 3:1. ამ გამარჯვებით გუნდმა 8 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა, გაუსწრო კონკურენტ „ატალანტას“ (17) და სერია A-ს ლიდერია (აღსანიშნავია, რომ „ატალანტას“ ტურის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს).

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა სერია A-სB-ს და C-ს ფეხბურთელთა გამოკითხვით. „კალჩო ნაპოლის“ ინფორმაციით, მას ხმა მოთამაშეთა 67-მა პროცენტმა მისცა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close