უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ უკვე მზადდება სახელმწიფო გადატრიალება; ომის გარდამტეხი მომენტი აგვისტოში იქნება, ხოლო წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ბუდანოვმა ამის შესახებ Sky News–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინული დაზვერვის გენერალი ამბობს, რომ პუტინს კიბოს მძიმე ფორმა აქვს, აგრეთვე, აწუხებს რამდენიმე სერიოზული დაავადება და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია.
მისივე თქმით, რუსეთთან ომი აგვისტოში გარდამტეხ მომენტს მიაღწევს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. ბუდანოვი ამტკიცებს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და უკრაინაში მარცხი პუტინის მმართველობას დაასრულებს.
„გარდამტეხი მომენტი იქნება აგვისტოს მეორე ნახევარში, წლის ბოლოსთვის კი დასრულებული იქნება აქტიური სამხედრო მოქმედებების დიდი ნაწილი.
შედეგად ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ხელისუფლებას ჩვენს ყველა ტერიტორიაზე, რომელიც დავკარგეთ, დონბასის და ყირიმის ჩათვლით…“ – განაცხადა ინტერვიუში დაზვერვის მეთაურმა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბუდანოვმა სწორად იწინასწარმეტყველა, როდის მოხდებოდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, როდესაც სხვები უკრაინის მთავრობაში საჯაროდ გამოხატავდნენ სკეპტიციზმს ამასთან დაკავშირებით.
კირილ ბუდანოვის მოლოდინები ოპტიმისტურია და იგი დარწმუნებულია, რომ მისი სიტყვები ამჯერადაც გამართლდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები