ქართველები უცხოეთშიკრიმინალიმიგრაცია

„დავიწყეთ ქართული ბანდების დაშლა“ – პოლონეთიდან 17 ქართველი გამოაძევეს

პოლონეთმა კრაკოვიდან სამხედრო თვითმფრინავით ქვეყანაში არალეგალურად მყოფი  საქართველოს 17 მოქალაქის საჩვენებელი დეპორტაცია განახორციელა.

„დეპორტაციები დაიწყო. ჩვენ, ფაქტობრივად, ვშლით ქართულ ბანდებს. სიტყვები კი არა, ქმედებები“, – დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე და დეპორტაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

დეპორტირებულთა შორის არიან „კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ქურდობა“ და „ადამიანები, რომლებმაც იმაზე მეტი დრო გაატარეს პოლონეთში, ვიდრე ეკუთვნოდათ და რომლებმაც უკანონოდ გადაკვეთეს ეროვნული საზღვარი“.


განცხადება გააკეთა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ვესლავ შჩეპანსკიმ და თქვა, რომ „პოლონეთი აღარ აპირებს არცერთი იმ პირის ქმედებების მოთმენას, რომელიც ქვეყანაში დანაშაულის ჩასადენად ჩადის“.

მისივე განცხადებით, მიმდინარე კვირაში დაიწყება შესაბამისი პროცედურები იმ უცხოელთა დეპორტაციისთვის, რომლებიც პოლონურ კანონმდებლობას არღვევენ.

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გააძევებდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მაშინ განაცხადა, რომ პოლონეთში დაკავებული უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მარტის პირველ კვირაში განხორციელდებოდა.

დაკავშირებულ თემაზე: პოლონეთში ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობისთვის ქართველ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

პოლონეთში ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობისთვის ქართველ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close