ჯანმრთელობარჩევები

რატომ უნდა მიირთვათ კივი ყოველდღე, განსაკუთრებით ქალებმა – 11 მიზეზი

კივის სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებაც შესაძლოა არ იცოდით

ეს ეგზოტიკური ხილი – კივი, რომელიც საქართველოში დასავლეთ ნაწილშიც შესანიშნავად ხარობს, ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევა მასში ვიტამინ C-ს მაღალი შემცველობის გამო. ის, აგრეთვე, მდიდარია სხვა ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით.

კივი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ჩინური ხურტკმელი, ვაზის მსგავსი Actinidia-ს გვარის ხვიარა მერქნიანი მცენარის ნაყოფია. კივის ყველაზე გავრცელებული ჯიშია ოვალური ფორმის, ქათმის დიდი კვერცხის ზომის, 5-8 სმ სიგრძისა და 4,5-5,5 სმ დიამეტრის ნაყოფი.

კივის 60-ზე მეტი ჯიში არსებობს, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია Hayward-ი, Bruno и Zespri. ჯიშები განსხვავდება ზომით, ფორმითა და გემოთი. საშუალო ზომის კივი, რომლის წონა დაახლოებით 70 გ-მდეა, 42 კკალ-ს შეიცავს. მასში შედის:

  • ცილა 0,8 г
  • ცხიმი 0,4 г
  • მცენარეული ბოჭკო 2,1 გ
  • ვიტამინი С  64 მგ
  • ვიტამინი А  3 მკგ
  • რკინა 0,2  მგ
  • კალიუმი 252  მგ
  • ფოლიუმის მჟავა 17  მკგ

აი, 11 მიზეზი, რატომ უნდა ჩართოთ კივი თქვენს ყოველდღიურ რაციონში, განსაკუთრებით კი – ქალებმა:

  1. აძლიერებს იმუნიტეტს. იმის მიუხედავად, რომ კივის ნაყოფი პატარაა, მასში უამრავი სახის ვიტამინია: А, B, С, E, К, აგრეთვე, ფოლიუმის მჟავა, ბოჭკო, ფოსფორი, მაგნიუმი, პექტინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებენ.
  2. გვიცავს სტრესისგან: „ჩინური ხურტკმელის“ რეგულარული მოხმარება დადებითად აისახება ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ეს კენკრა დეპრესიის პროფილაქტიკას უწყობს ხელს და რეკომენდებულია ნერვული დაძაბულობებითა და სტრესებით გადატვირთვის დროს.
  3. გაციების საწინააღმდეგო საშუალებაა. კივი რეკორდსმენია ვიტამინი С-ს შემცველობით, ამიტომ ძალიან ეფექტიანია ვირუსებითა და გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს. ამის გამო ის აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ყოველდღიურ რაციონში წლის ცივ სეზონზე. ამასთან, თუ ხილს კანთან ერთად შეჭამთ, უფრო უკეთესი იქნება, რადგანაც კანში ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტია. ამიტომაა, რომ კივი კიბოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.
  4. კანს სიჯანსაღეს ანიჭებს. Medicalnewstoday-ს მონაცემებით, ვიტამინი С ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც საკვანძო კომპონენტია უჯრედებისა და სხეულის ყველა ორგანოსთვის, მათ შორის, კანისთვის. ეს ვიტამინი ორგანიზმის ჭრილობების შეხორცების უნარს ზრდის. კივიში ვიტამინების და მინმერალების მდიდარი შემადგენლობა განაპირობებს იმას, რომ ეს ხილი არა მარტო სასარგებლოა, არამედ „გამაახალგაზრდავებელიც“ გახლავთ. საქმე ისაა, რომ კივის საკვები ბოჭკოები აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში კანის ახალგაზრდობის და სიმკვრივის შესანარჩუნებლად. ძალიან პოპულარულია სახის ნიღბებიც ამ ხილის გამოყენებით.
  5. დაძინებას უწყობს ხელს. 2011 წლის კვლევაში შეისწავლეს კივის ზეგავლენა ზრდასრულებში ძილის ხარისხზე. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კივის მოხმარება ძილს აუმჯობესებს. მეცნიერების თქმით, ეს შეიძლება კივიში სეროტონინის და ანტიოქსიდანტების შემცველობას უკავშირდებოდეს.
  6. ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და  აწესრიგებს სისხლის წნევას. კივი შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გულის ჯანმრთელობას უწყობენ ხელს. კალიუმი ამშვიდებს სისხლძარღვებს, რაც ორგანიზმს სისხლის წნევის კონტროლირებაში ეხმარება და ცნობილია, რომ დაბალი სისხლის წნევის მქონე ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ. კივიში ბოჭკოს შემცველობას შეუძლია კარგი ზეგავლენა მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით უჯრედისს მოიხმარენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ნაკლები რისკის ქვეშ არიან. მათ ცუდი ქოლესტერინის დონე დაბალი აქვთ.
  7. ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. საკვები დანამატების სამმართველოს მონაცემებით, კალიუმის მაღალმა მოხმარებამ, აგრეთვე, შეიძლება თავიდან აგვაცილოს თირკმელებში კენჭების წარმოქმნა.
  8. ხელს უწყობს კიბოს თავიდან აცილებას. აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების მაღალმა დონემ შესაძლოა დნმ-ის დაზიანება გამოიწვიოს და ამან სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარება განაპირობოს. კივი შეიცავს მთელ რიგ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების განდევნას უწყობენ ხელს. ეს ერთ-ერთია იმ საშუალებებიდან, რომლებითაც ხილს შეუძლიათ კიბო აგვაშოროს თავიდან.
  9. ამას გარდა, შესაბამისმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრ უჯრედისს იღებენ, განსაკუთრებით ხილიდან და მარცვლოვნებიდან, ნაკლებად არიან მიდრეკილნი მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებისკენ, ვიდრე ისინი, ვინც ნაკლებ უჯრედისს მოიხმარს.
  10. ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას. 2019 წელს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ როდესაც ჯანმრთელი ადამიანები კივის მიირთმევენ, მათი წვრილი ნაწლავები უკეთ აკავებს წყალს, რაც კუჭის  უფრო ხშირ მოქმედებას და უფრო რბილ განავალს უზრუნველყოფს. კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ კივი შესაძლოა გამოვიყენოთ, როგორც ბუნებრივი ალტერნატიული სასაქმებელი საშუალება იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც ყაბზობის მსუბუქი ფორმა აწუხებთ.
  11. ხელს უწყობს გახდომას. რამდენადაც ამ ხილის საფუძველი არის წყალი  და მასში, პრაქტიკულად, არ არის შაქარი, აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეუძლიათ მიირთვან იმ ადამიანებმა, რომლებსაც გახდომა სურთ. და კიდევ, კივიში არის ენზიმები, რომლებიც ცხიმების დაშლაში მონაწილეობენ და მათ დაწვას უწყობენ ხელს. დიეტოლოგები გვირჩევენ, ყოველდღე მივირთვათ ერთი ცალი კივი საკვების მიღებისთანავე.

თამარ ქავჟარაძე

მსგავს თემაზე: გოგრის სასარგებლო თვისებები და მისგან მომზადებული გემრიელი კერძები

შეფასების სკალა და 10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტ

შეფასების სკალა და 10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close