ვიდეოხელოვნებასაქართველო

პირველად მსოფლიო ისტორიაში: ქართველი მხატვრის ნახატი NASA-მ მთვარეზე გაგზავნა – ექსკლუზიური კადრები კოსმოსიდან (ვიდეო)

პირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ  ქართველი ჰიპერრეალისტი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ნახატის „რომაული გაზაფხულის“ ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა. პლანეტათაშორისი სადგური მთვარეზე 22 თებერვალს დაჯდება.

„რომაული გაზაფხული“

„ამ ნახატმა ჩემი სახელოსნოდან კოსმოსამდე ძალიან დიდი გზა გაიარა, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ამერიკული საერთაშორისო სახელოვნებო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია ხელოვნების აღორძინების ცენტრი, რომელიც ყოველ წელს ატარებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და ყველაზე პრესტიჟულ კონკურსს. კონკურსში ათასობით ხელოვანი მონაწილეობს. სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებამ გაუხსნა გზა ჩემს ნახატს ჯერ „სოთბიზე“, სადაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა და უკვე ორიოდე დღის წინ გაემგზავრა მთვარეზე“, – განაცხადა გადაცემა „შაბათ-კვირის დილაში“ მხატვარმა ბრუნო ვეფხვაძემ.

თავად ნახატი Sotheby’s აუქციონზე 28 000 დოლარად გაიყიდა.

ამავე თემაზე: „ჩაკრულოს“ შემდეგ კოსმოსში ქართველი მხატვრის ორი ნახატი გაიგზავნება (ვიდეო)

„ჩაკრულოს“ შემდეგ კოსმოსში ქართველი მხატვრის ორი ნახატი გაიგზავნება (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close