ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, მეტსახელად „ელ მატადორმა“, ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ UFC-ს აქამდე ქართველი ჩემპიონი არასდროს ჰყოლია და ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც MMA-ს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

ფინალური ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული გამოდგა, ორივე მებრძოლი ფრთხილობდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურია გააქტიურდა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.

27 წლის ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვებაა, მას კარიერაში ჯერ არასდროს წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა მებრძოლმა ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის დაცვა აქამდე ხუთჯერ მოახერხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია, რომელიც UFC-ს ორი საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

უკვე ცნობილია, რომ შემდეგ ბრძოლას ილია თოფურია ესპანეთში, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გამართავს. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც UFC ტურნირს ესპანეთში ჩაატარებს, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ იქნება ახალი ჩემპიონის მოწინააღმდეგე.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს და ესპანეთის, ფსევდონიმი „ელ მატადორი“/ ‘El Matador’ მან სწორედ ესპანური გავლენით აიღო.

ილია თოფურია გერმანიაში, Halle Westfalen-ში დაიბადა ქართულ ოჯახში. 7 წლის ასაკში იგი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, სადაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყო ვარჯიში და მებრძოლის საბაზო ცოდნა და უნარები მიიღო.

შემდეგ თოფურიების ოჯახი ესპანეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ალიკანტეში გადავიდნენ საცხოვრებლად. მაშინ ილია 15 წლის იყო.

სწორედ ალიკანტეში დაიწყო ილიამ ვარჯიში ММА Climent Club-ის დარბაზში, სადაც დღემდე ვარჯიშობს.

ამიტომაც ილიას ქართველები და ესპანელები ერთნაირად გულშემატკივრობენ

ამავე თემაზე: UFC-ს დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მე-14 ბრძოლა ბრწყინვალედ მოიგო (ვიდეო)

UFC-ს დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მე-14 ბრძოლა ბრწყინვალედ მოიგო (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close