ხელოვნებასაქართველო

„ჩაკრულოს“ შემდეგ კოსმოსში ქართველი მხატვრის ორი ნახატი გაიგზავნება (ვიდეო)

„ჩაკრულოს“ შემდეგ კოსმოსში ქართველი ჰიპერრეალისტი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ორი ნამუშევარი გაიგზავნება.

ნახატების – „რომაული გაზაფხული“ და „ჰარი პოტერი“ ციფრული ვერსია ჯერ მეხსიერების ბარათზე, შემდეგ კი სპეციალურ კაფსულში მოთავსდება და, NASAს ორგანიზებით, 2023 წლის შემოდგომაზე კოსმოსში გაემგზავრება.

სახვითი ხელოვნების მრავალ ჟანრს შორის ჰიპერრეალიზმს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. ამ სტილით შესრულებული ნამუშევრები თითქმის არ განსხვავდება ფოტოებისგან. სკეპტიკოსებისაგან განსხვავებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ფსევდო ხელოვნებაა, ამ ჟანრს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-16 საერთაშორისო კონკურსზე 75 ქვეყნიდან 5400 ნამუშევარი იყო წარდგენილი. ფინალისტებს შორის კი ქართველი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ორი ნამუშევარი აღმოჩნდა.

ჰიპერრეალისტური ნახატების ავტორი, 36 წლის ბრუნო, რომელიც ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია, „იმედის დღეს“ სტუმრობდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close