ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი
ბერძნული კინოს ვარსკვლავის მემკვიდრეთა სიაში ქართველი დამხმარე ქალიც აღმოჩნდა – რას ჰყვება ლამარა ლომთაძე (ვიდეო)
ქართველი დიასახლისის – ლამარა ლომთაძის და ბერძენი ვარსკვლავის – მერი ხრონოპულუს ურთიერთობაზე ბერძნული მედია საუბარს არ წყვეტს. მათი ისტორია 2001 წელს დაიწყო, როდესაც არტისტმა საბერძნეთში მყოფი ქართველი ქალი დამხმარედ დაიქირავა.
თითქმის 20 წელი ლამარა ლომთაძე ცნობილ მსახიობს ერთგულად ემსახურებოდა. მათი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. განშორება უჭირდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ლამარა ლომთაძე მსახიობს დაემშვიდობა და საქართველოში დაბრუნდა. 2 წლის შემდეგ მერი ხრონოპულუ გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობის მემკვიდრეთა სიაში ქართველი დამხმარეც აღმოჩნდა.
ამავე თემაზე: ბერძნული კინოს ლეგენდა – მერი ხრონოპულუ გარდაიცვალა (ვიდეო)
კომენტარები