ვიდეომოდა/სილამაზეჩვენი ფავორიტი

სმაკის „არაადეკვატური“ და „ცოცხალი“ სამოსი (ვიდეო)

როგორ მოხვდა ორიგინალობით გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ამერიკაში მოდის კვირეულებზე

აია სირაძე, იგივე სმაკი“, ტანსაცმლის დიზაინერია. იგი თავის ნამუშევრებს „არაადეკვატურს“ და „ცოცხალს“ უწოდებს – ალბათ სწორედ ეს ხიბლავს მის კოლექციებში მოდის მიმდევრებს და კრიტიკოსებს: ორიგინალურობა, „არაადეკვატური“ ვიზუალი და კონცეპტუალურობა, რაც ადვილი მისაღწევი არ არის და თანამედროვე მოდაში განსაკუთრებით ფასობს. „სმაკი“ თავისი ნამუშევრებით უკვე გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და სხვადასხვა ქვეყანაში მონაწილეობდა მოდის კვირეულებსა და გამოფენებში, მათ შორის, ამერიკაში. nostal.ge-მ ახალგაზრდა დიზაინერთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. 

მაია, საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა შენი კოლექცია მოდის ჩვენებაზე ამერიკაში?

ამერიკაში პირველად მოდის კვირეულში შარშან, 2023 წლის გაზაფხულზე მივიღე მონაწილეობა, სამხრეთ კაროლინაში, ქართული კომპანია „ჯეოინსთაილის“(Geoinstyle) დახმარებით. მათთან მქონდა კომუნიკაცია, მათი მეშვეობით გაეცნენ ჩემს ნამუშევრებს ამერიკაში მოდის კვირეულის ორგანიზატორები, დაინტერესდნენ და მიმიწვიეს.

@nostal.ge

სმაკი – ქართველი დიზაინერი მაია სირაძე, რომელსაც მოდის სამყაროში უკვე ბევრ ქვეყანაში იცნობენ, მალე ამერიკაში მესამედ იქნება მისი კოლექცია მოდის კვირეულზე ნაჩვენები, კონკრეტულად დენვერის მოდის კვირეულზე. მისი გამორჩეული შემოქმედების დათვალიერებას ინსტაგრამზე შეძლებთ: @smaki_designer #designer #Smaki #people

♬ original sound – Nostal.ge

მეორედ უკვე შემოდგომაზე შარლოტში გამართულ ორ ჩვენებაში (Charlotte Seen Fall Week) იყო წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრები. გაზაფხულზე, სავარაუდოდ, აპრილ-მაისში თავად მივემგზავრები აშშ-ში, დენვერის მოდის კვირეულზე.

როგორც ვხედავ, ბევრ ნამუშევარს არ ქმნი, რატომ? თითოეული ნიმუშის შექმნას დიდი დრო სჭირდება, თუ რაიმე სხვა მიზეზია?

დიახ, ასეა, თითოეულ ნამუშევარს დიდ დროს ვანდომებ. შეიძლება ერთი შეხედვით მარტივად ჩანდეს, მაგრამ რეალურად სმაკის კოლექციის ნიმუშების შექმნას შესაძლოა რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა ან თვეც კი დასჭირდეს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Maia Siradze (@smaki_designer)

მარტო აკეთებ ამ ყველაფერს თუ გყავს გუნდი, რომელიც მონაწილეობს პროცესში?

ჯერჯერობით მარტო… ზოგჯერ სხვადასხვა ნამუშევრის შექმნაში მკერავიც მეხმარება, მაგრამ, ძირითადად, მარტო ვმუშაობ.

ნივთი შექმნის პროცესში თანდათან იღებს კონკრეტულ სახეს თუ თავიდანვე ზუსტად იცი, როგორს გააკეთებ?

თავიდან იდეაზე ვიწყებ მუშაობას და პროცესში შესაძლოა ბევრი რამ შევცვალო პირვანდელ ჩანაფიქრში. ეს ყველაფერი შეიძლება რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს,  სანამ გონებაში „სმაკი“ არ მეტყვის, რომ ზუსტად ისაა, რისი შექმნაც მინდოდა.

საინტერესოა შენი ნიღბების ისტორია – კოვიდის პერიოდს უკავშირდება ხომ?

კოვიდის დროს რომ ჩაგვკეტეს და არსად შეიძლებოდა გასვლა, ასევე, პირბადეც სავალდებულო იყო, მაშინ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და მოქსოვილი ტუჩები გარედან დავუმაგრე ნიღაბს, ასევე, საყურეებიც: „შენ კი მმალავ, მაგრამ მე მაინც გარეთ გამოვდივარ!“ – ეს შინაარსი დევს. ბერლინში ამ ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. საერთოდ, ჩემი მოდელები ხშირად იქცევს ყურადღებას ვიზუალიდან გამომდინარე, რაც ძალიან მახარებს.

სად არის წარმოდგენილი შენი ნამუშევრები, სად შეიძლება მათი ნახვა და შეძენა?

ფიზიკურად ჩემი ნამუშევრები ბერლინში, მაღაზია Adddress-ში და ნიუ-იორკში, მაღაზია „Qartulia“-შია წარმოდგენილი. მომხმარებლები კი, ძირითადად, ინსტაგრამზე ათვალიერებენ და შეძენაც იქვეა შესაძლებელი. საერთოდ, ძალიან ძნელია, ჩემი ნამუშევრები ფოტოზე ან ვიდეოში სრულყოფილად აღიქვა, გარკვეული დეტალები იკარგება ან კარგად არ იკვეთება, რასაც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, როდესაც პირადად ნახულობენ მოდელებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Maia Siradze (@smaki_designer)


ამდენი ხანია, რაც ამ საქმეს სერიოზულად მოკიდე ხელი?

2017 წლიდან. იქამდე მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი, ახლაც სიამოვნებას მანიჭებს და, ამავდროულად, დიდ შრომას ვდებ, რადგან, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ძალიან შრომატევადი პროცესია.

ეს საქმიანობა კიდევ უფრო იმიტომ მიყვარს, რომ საშუალებას მაძლევს, ჩემი შინაგანი სამყარო ამ ფორმით გამოვიტანო გარეთ. ბევრი სირთულე შემხვდა და მხვდება შექმნის პროცესში, მაგრამ არ ვნებდები და იმედი მაქვს, არც არასდროს დავნებდები, საქმის სიყვარული დამატებითი სტიმულია, რომ არასდროს გავჩერდე.

ეს სფერო ბავშვობიდან მიტაცებდა და აქამდე მოსვლა, სადაც ახლა ვარ, ჩემი ოცნება იყო. ახლა მინდა, რომ ჩემი ნამუშევრები მთელ მსოფლიოს გავაცნო!

დიდ შემოქმედებით წარმატებას, ბევრ გამოფენას და უამრავ თაყვანისმცემელს გისურვებთ!

დაათვალიერეთ მაია სირაძის არაჩვეულებრივი ნამუშევრები ინსტაგრამზე https://www.instagram.com/smaki_designer/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close