ლაშა ტალახაძე ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად მეორედ დასახელდა – ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად 2021 წელსაც აღიარეს.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ 2023 წლის აპრილში ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ოქრო მოიპოვა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ლაშა ტალახაძეს ჯილდო ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადასცეს.
ქართველი სპორტსმენი კონტინენტის საუკეთესოდ ძალოსნად ევროპის ფედერაციამ ცნო სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრთა ხმების მიხედვით.
ინფორმაციას და დაჯილდოების ამსახველ ფოტოებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: ქართველი სუპერმენის ისტორიული შედეგი – ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კომენტარები