ვიდეოსპორტი

ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა (ვიდეო)

ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ მეშვიდედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული. ასპარეზობის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ტალახაძეს ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნის ტიტული გადაეცა.

ლაშამ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ბაქარ თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა. მისი შედეგი მეოთხე იყო.

ლაშა ტალახაძემ აკვრაში ჯერ – 246, შემდეგ კი 252 კგ დაძლია და კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თურმანიძემ  210 და 216 კგ ასწია, ბაქარი ამ შედეგით მეხუთე ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძე 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონი გახდა – უკვე მეშვიდედ, ხოლო ბაქარ თურმანიძემ 392 კგ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სულ 17 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, მათგან შვიდი ოქრო.

ლაშა ევროპის ჩემპიონი პირველად 2016 წელს გახდა და მას შემდეგ კონტინენტის პირველობა აღარავის დაუთმო.

ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ექვსგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია.

დიდია ალბათობა, რომ ლაშა ტალახაძე შემოდგომაზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც მოიპოვებს მეშვიდედ – ძალოსნობაში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი საუდის არაბეთში 2-17 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close