საზოგადოებასაქართველო

სტიქიამ ბაღდათში, სულ ცოტა, 4 ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში წუხელ, გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ნაპოვნია 4 ცხედარი. ამჟამად კიდევ 5 ადამიანს ეძებენ. ერთი გადარჩენილი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. სამუშაოებს თავად თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

„ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად მიმდინარეობს ხუთი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი. ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით და ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობს, ვიდრე კიდევ არ იქნება სხვა ცხედრები ნაპოვნი. დაახლოებით, 70 პროცენტია მიწის მასისგან გასასუფთავებელი ადგილი, ძალიან დიდი მიწის მასაა მოწყვეტილი. დიდი ალბათობით, სამუშაოები დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზად უხვი ნალექი სახელდება.

ირაკლი ვაჩიბერიძის ფოტო

6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეულმა ზვავმა და მეწყერმა 2 ადამიანი იმსხვერპლა აჭარის რეგიონში, ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

ამავე თემაზე:

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი, მათ შორის არიან მოზარდებიც (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close