მოდა/სილამაზემსოფლიო

უკრაინელი „მის იაპონია 2024“ სკანდალში გაეხვია და გვირგვინზე უარის თქმა მოუწია, იაპონია წელს „მის“-ის გარეშე დარჩა

სილამაზის კონკურსის „მის იაპონია 2024“ გამარჯვებული უკრაინელი 26 წლის კაროლინა შინო სკანდალში გაეხვია – ის ცოლიან კაცთან ურთიერთობაში ამხილეს. ეს კი სი­ლა­მა­ზის კონკურსის წე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

იაპონურმა ტაბლოიდმა Shukan Bunshun-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რომლითაც კა­რო­ლი­ნა „დაქორწინებულ გავლენიან“ მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობაში ამხილეს. გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, ქალს რო­მა­ნი ჰქონდა ცნობილ ექიმ­თან, რომელიც ოჯახს ღალატობდა. ამ დრომდე მას კომენტარი არ გაუკეთებია, რაც ასევე განსჯის და განხილვის საკითხი გახდა.

კაროლინა შინომ თავის სამოდელო სააგენტოს თავდაპირველად განუცხადა, რომ მამაკაცთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ იგი ცოლიანი იყო, თუმცა მედია წერს, რომ შინო მამაკაცთან ურთიერთობას შემდეგაც აგრძელებდა.

კონკურსის ორგანიზატორების მტკიცებით, მოდელმა ტიტულზე უარი საკუთარი ნებით თქვა. მათივე გადაწყვეტილებით, ეს ტიტული სხვას არ მიენიჭება. ასე რომ,  „მის იაპონიის“  წოდება მომავალ წლამდე ვაკანტური რჩება.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ საბოდიშო პოსტში შინო წერს, რომ ვერ თქვა სიმართლე დაბნეულობის და შიშის გამო. მან ბოდიში მოუხადა მამაკაცის ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს.

ნამ­დვი­ლად ვწუხ­ვარ იმ ტკი­ვი­ლის­თვის, რაც მე მო­გა­ყე­ნეთ… ყვე­ლას ვუ­ღა­ლა­ტე, ვინც მხარს მი­ჭერ­და”, – წერს აწ უკვე ყოფილი „მის იაპონია“.

შინო უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში დაიბადა, მაგრამ უკრაინა  5 წლის ასაკში დატოვა მას შემ­დეგ, რაც დე­და­მი­სი ცო­ლად ია­პო­ნელს გაჰ­ყვა.

„მის იაპონია 2024“-ის კონკურსანტები. ცენტრში – კაროლინა შინო

სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ იაპონიის სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ „მის იაპონიის“ ტიტული ევროპული გარეგნობის ქალმა მოიპოვა. იმასაც ამბობდნენ, რომ კა­რო­ლი­ნას გა­მარ­ჯვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გადაწყვეტილება იყო და რომ ია­პო­ნი­ამ უკ­რა­ი­ნი­სად­მი მხარდაჭერა ამ გზითაც გა­მო­ხა­ტა.

მანანა ბანძელაძე

მის იაპონია 2024-ის“ გამარჯვებული უკრაინელი გოგონა გახდა, რამაც კამათი გამოიწვია (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close