მოდა/სილამაზემსოფლიო

მის იაპონია 2024-ის“ გამარჯვებული უკრაინელი გოგონა გახდა, რამაც კამათი გამოიწვია (ვიდეო)

სილამაზის კონკურსის „მის იაპონია 2024“ გამარჯვებული უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში დაბადებული 26 წლის კაროლინა შინო გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონკურსში იაპონიის ფარგლებს გარეთ დაბადებული მონაწილე იმარჯვებს.

„არსებობდა რასობრივი ბარიერები და რთული იყო, რომ იაპონელად მივეღე“, – თქვა უზადო იაპონურით სიხარულისგან აცრემლებულმა კაროლინამ გვირგვინის დადგმის შემდეგ.  თავი სიზმარში ჰგონია, აქამდე არაერთი ბარიერების გადალახვა მოუხდა, რადგან ხშირად იაპონელად არ აღიქვამდნენ. „მადლიერებით ვარ აღსავსე იმის გამო, რომ ამ კონკურსზე იაპონელად მაღიარეს“, − განაცხადა მან.

კაროლინა 1998 წელს დაიბადა ტერნოპოლში, ჩვეულებრივ უკრაინულ ოჯახში, მაგრამ შემდეგ დედამისი იაპონელს გაჰყვა ცოლად და ოჯახი საცხოვრებლად ნაგოიაში გადავიდა. მაშინ იგი მხოლოდ ხუთი წლის იყო.

მართალია, კაროლინა ნაგოიაში გაიზარდა, იაპონური მისი მეორე მშობლიური ენა გახდა და თავსაც, როგორც ამბობს, იაპონელად მიიჩნევს, თუმცა აშკარაა (და რა გასაკვირია, რომ) იგი ადგილობრივ გოგონებს არ ჰგავდა.

კაროლინას გამარჯვებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – ზოგიერთის აზრით, გარდა იმისა, რომ „მის იაპონია“, გარეგნულად უნდა ჰგავდეს იაპონელს, მის ძარღვებში იაპონური სისხლიც უნდა ჩქეფდეს.

კაროლინა, ასე ვთქვათ, 100%-იანი ევროპელია სისხლით და გარეგნულად საერთოდ არ ჰგავს ადგილობრივ მკვიდრებს.

„მის იაპონია 2024“-ის კონკურსანტები. ცენტრში – კაროლინა შინო

სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ: „არასწორია, როცა ულამაზეს იაპონელ ქალად ევროპული გარეგნობის გოგონას ასახელებენ“. ზოგი მომხმარებელი ამას იაპონური გარეგნობის დისკრიმინაციადაც კი აფასებს და ამბობს, რომ წარმოშობით უკრაინელი მოდელისთვის ამ ტიტულის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

10 წლის წინათ „მის იაპონია 2015-ის“ ტიტული პირველად მოიპოვა ორი რასის წარმომადგენელმა არიანა მიამოტომ, რომელსაც დედა იაპონელი ჰყავს, მამა კი – აფროამერიკელი. ამის მიუხედავად ადგილობრივ საზოგადოებაში მაინც წარმოიშვა კითხვები იმის თაობაზე, აქვს თუ არა კონკურსში გამარჯვების უფლება შერეული  რასის წარმომადგენელს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close