საზოგადოებასაქართველო

მაშველებმა დუშეთში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დიდი თოვლის გამო 30-მდე ავტომობილმა გზა ვეღარ გააგრძელა. ავტომობილებში 90-მდე ადამიანი იყო.

ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკის დახმარებით მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უვნებლად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close