საზოგადოებასაქართველო

უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში ლიდერია – რამდენი დასვენების დღეა 2024 წელს?

საქართველოს შრომის კოდექსი 17 უქმე დღეს ითვალისწინებს, რაც ევროპაში ყველაზე მეტია (დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით). აქედან 2024 წელს 7 უქმე დღე კვირას ემთხვევა, 2 კი – შაბათს.

საქართველოში 2024 წლის ოფიციალური უქმე დღეების ჩამონათვალი ასეთია:

იანვარი:

  • 1 – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
  • 2 – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
  • 7 – ქრისტეს შობა;
  • 19 – ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე.

მარტი:

  • 3 – დედის დღე;
  • 8 – ქალთა საერთაშორისო დღე.

აპრილი:

9 – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.

მაისი:

  • 3 – დიდი პარასკევი;
  • 4 – დიდი შაბათი;
  • 5 – აღდგომა;
  • 6 – მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;
  • 9 – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

აგვისტო:

28 – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა).

ოქტომბერი:

14 – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე.

ნოემბერი:

23 – გიორგობის დღე.

ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2017 წლის 15 მარტს მხარი დაუჭირა ინიციატივას 12 აგვისტოს – დიდგორის ბრძოლის დღე – „საქართველოს დიდი გამარჯვების“ დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. ამ შემოთავაზების კანონად მიღების შემთხვევაში საქართველო სლოვაკეთს გაუსწრებს უქმე დღეების რაოდენობით და ევროპაში პირველი გახდება, ხოლო მსოფლიოში არგენტინისა და იაპონიის მაჩვენებელს გაუტოლდება.

ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი – 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა – 7 დღე – ნიდერლანდების სამეფოს. მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი კოლუმბიაა 18 უქმე დღით, ხოლო მექსიკაში მხოლოდ 7 დღეს ისვენებენ.

ასევე საინტერესოა საერო და სასულიერო დღესასწაულების თანაფარდობა. დანიას 10 დღესასწაულიდან მხოლოდ ერთი საერო დღესასწაული აქვს, რუსეთს პირიქით: 12 დღესასწაულიდან მხოლოდ ერთია რელიგიური. ესტონეთს, მალტას, პორტუგალიასა და რუმინეთს თანაბარი რაოდენობის საერო და რელიგიური დღესასწაული აქვთ. იმ ქვეყნებს შორის, სადაც რელიგიური დღესასწაულები ჭარბობს საეროს, არის: ავსტრია, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. ხოლო ალბანეთში, სლოვენიაში, სერბეთში, ბელარუსში, უკრაინასა და მოლდოვაში საერო დღესასწაულები რელიგიურს სჭარბობს. საქართველოში 15 დღესასწაულიდან 7 საეროა, ხოლო 8 – საეკლესიო.

მომზადებულია IDFI-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close