21-ე საბავშვო ევროვიზიის ქართველმა მონაწილეებმა – ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა ერთად კიდევ ერთი სიმღერა – „ფიფქებო“ შეასრულეს და მსმენელი მოხიბლეს. დაგვეთანხმებით, რომ კომპოზიტორ გიული დარახველიძის ამ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი საახალწლო სიმღერის მათეული ვერსია ერთ-ერთი საუკეთესოა და შესანიშნავი განწყობა მოაქვს! მოუსმინეთ და ისიამოვნეთ!
კომენტარები