ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

თბილისმა ისეთ ქალაქებს გაუსწრო, როგორიცაა: პრაღა, იბიცა და ედინბურგი – ევროპის საუკეთესო მიმართულებების რეიტინგი

ახალი წლის გასატარებლად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს შორის თბილისიც მოხვდა – რეიტინგში საქართველოს დედაქალაქი მეხუთე ადგილს იკავებს. ამის შესახებ „ფორბსი“ წერს European Best Destinations-ის რეიტინგზე დაყრდნობით. რეიტინგში თბილისი ისეთ ქალაქებს უსწრებს, როგორიცაა: პრაღა, იბიცა და ედინბურგი.

European Best Destinations-ის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევაში 11 963 მოგზაური მონაწილეობდა 112 ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა, 22.42%, გაერთიანებული სამეფოდან იყო, ხოლო 18,91% – ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ევროპაში ახალი წლის ღამის გასატარებლად საუკეთესო ადგილთა სიაში პირველი ადგილი კუნძულ მადეირას (პორტუგალია) უჭირავს, მას მოსდევს კურორტი მარბელა (ესპანეთი), მესამე პოზიციაზე კი ლონდონია (გაერთიანებული სამეფო).

რეიტინგში მეოთხე ადგილზე პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონია, მეხუთე ადგილს კი თბილისი იკავებს.

„თბილისი ალბათ ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც განპირობებულია საცხოვრებელი ფართის მიმზიდველი ფასებით (ხუთჯერ იაფი, ვიდრე ლონდონში ან პარიზში; ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება იგივე ჯდება, რაც ბერლინში – სამვარსკვლავიანში), უსაფრთხოებით (დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი) და ბრიტანელი თუ ამერიკელი მოგზაურებისთვის მარტივი მიმოსვლით (სპეციალური უვიზო რეჟიმი).

თბილისი, აგრეთვე, გამორჩეული ადგილია კერძებისა და ღვინის მოყვარულთათვის. შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისთვის ლამაზად მორთულ-მოკაზმული თბილისი საშობაო განწყობას იანვრის შუა რიცხვებამდე შეინარჩუნებს. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი საჯარო კონცერტი ეწყობა, თბილისის საშობაო ბაზრობა კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია“, – წერს European Best Destinations-ი.

რეიტინგში მეექვსე ადგილზეა პრაღა, მეშვიდეზე – იბიცა, მერვეზე – საო მიგუელი, მეცხრეზე – ედინბურგი, ხოლო მეათე ადგილს პორტო იკავებს.

მანანა ბანძელაძე

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინათ CNN-მა თბილისი იმ 12 ევროპულ ქალაქს შორის დაასახელა, რომელთა მონახულებასაც შობა-ახალ წელს მოგზაურებს ურჩევს.

CNN-მა თბილისი იმ 12 ევროპულ ქალაქს შორის დაასახელა, რომელთა მონახულებასაც შობა-ახალ წელს მოგზაურებს ურჩევს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close