ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

„ჩემი კარიერა ახლა იწყება“ – ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ „ვოისში“ გამოსვლა დაასრულა, რამაც მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელი შოკში ჩააგდო (ვიდეო)

ამერიკული The Voice-ს მონაწილე ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე (Nini Iris) კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

ფინალში გადასასვლელად ნინიმ მაყურებელთა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და პროექტი დატოვა. როგორც ცნობილია, ფინალისტების ვინაობას მხოლოდ მაყურებლები წყვეტდნენ ხმის მიცემით აშშ-ის ტერიტორიიდან.

„მად­ლო­ბა Voice-ს ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის! მად­ლო­ბა ნა­ილს [ნაილ ჰორანი – ნინის მენტორი], რომ სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი და მე­გო­ბა­რი ხართ! და მად­ლო­ბა ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ჩემი კა­რი­ე­რა ახლა იწყე­ბა! მიყ­ვარ­ხართ”, – წერს ნინი თავის ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ნინიმ „ბონდიანას“ ბოლო სერიის „No Time To Die“ საუნდტრეკი შეასრულა, თუმცა მაყურებელთა ხმების რაოდენობით ვერ მოხვდა იმ 4 კონკურსანტს შორის, რომლებიც ავტომატურად გადავიდნენ ფინალში.

პროექტის დატოვებამდე ნინი The Voice-ის სცენაზე შეეცადა, „ბოლო შანსი“ გამოეყენებინა, რათა ფინალში გადასულიყო, როგორც მე-5 ფინალისტი. მან ამჯერად ბრიტანული ბენდის, Tears for Fears-ის სიმღერის – Mad World არაჩვეულებრივი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. „ვერ ვიჯერებ, რომ იგი ასეთ მდგომარეობაშია, – თქვა მისმა მენტორმა ნაილ ჰორანმა. – ისევ და ისევ ხაზს გავუსვამ მისი, როგორც არტისტის, უნარებს. ამ შოუს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ აქ ნამდვილი არტისტი გვყავს“, – თქვა მან ნინიზე.

ნაილ ჰორანის ამ სიტყვების მიუხედავად ამერიკელმა მაყურებელმა ნინი მაინც არ გაიყვანა ფინალში და მას შოუს დატოვება მოუწია. მეხუთე ფინალისტი Jacquie Roar-ი გახდა „ქანთრის დედოფლად“ წოდებული რიბა მაკინტაირის გუნდიდან. ამ ფაქტმა ნინის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები ნამდვილ შოკში ჩააგდო.

„თქვენ აშკარად ხმები მოგპარეს“, – დაწერა ერთმა მომხმარებელმა Instagram-ში. არაერთი მსმენელი წერს, რომ ნინის ფინალის მიღმა დატოვება „დანაშაულია“. ბევრმა ეცადა, გაერკვია, რატომ ვერ მოაგროვა მომღერალმა საჭირო რაოდენობის ხმები, რაც მათთვის წარმოუდგენელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ნინი თავიდანვე გამარჯვების რეალურ კანდიდატად ითვლებოდა მისი ბრწყინვალე მონაცემებიდან და შესრულებიდან, აგრეთვე, ჟიურის ოთხივე წევრის აღფრთოვანებული შეფასებებიდან და სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვანი  მაყურებლის (არა მარტო ნინის თანამემამულე ქართველების) მხურვალე მხარდაჭერიდან გამომდინარე.

ასეა თუ ისე, ქართველი მომღერალი ფინალს მიღმა დარჩა, თუმცა ისევე როგორც მის მენტორს, ნაილ ჰორანს, ეჭვი არავის გვეპარება, იგი მწვერვალების დაპყრობას ახლა იწყებს და, როგორც ნაილმა თქვა, „ამ შოუს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close