ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ნინი „ვოისის“ ნახევარფინალში ასრულებს ბილი აილიშის სიმღერას „ბონდიანას“ ფილმიდან „No Time To Die“(ვიდეო)

11 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე (ნიუ-იორკის დროით) ამერიკული „ვოისის“ ნახევარფინალური შოუ NBC-ს პირდაპირ ეთერში გავიდა. კონკურსის მონაწილე ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ/Nini Iris შეასრულა ამერიკელი ვარსკვლავის, ბილი აილიშის/Billie Eilish სიმღერა “No Time To Die”, რომელიც „ბონდიანას“ სერიალის ამავე სახელწოდების ფილმისთვის “No Time To Die” (2021) შეიქმნა.

„ნინი აირისის [ხმა] ისე ჟღერს, თითქოს ის ეკუთვნის ჯეიმს ბონდის ფილმს ბილი ალიშის სიმღერით „სიკვდილის დრო არ არის“ (“No Time To Die”)“, – წერს The Voice-ი და ნახევარფინალურ ტურში ნინის გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს.

„შენი უდიდესი ფანი ვარ“, – უთხრა მორიგი ბრწყინვალე შესრულების შემდეგ ნინის მისმა მენტორმა ნაილ ჰორანმა.

ნი­ნის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი “No Time to Die” The Voice 2023-ის TOP 9 სიმ­ღე­რა­ში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ამჯერადაც მაყურებლის მიერ მიცემული ხმების რაოდენობით გადაწყდება, ვინ მოხვდება ფინალში. 9 ნახევარფინალისტიდან ფინალში 5 კონკურსანტი გადავა, მათი ვინაობა 12 დეკემბერს საღამოს გამოცხადდება NBC-ს პირდაპირ ეთერში. ფინალური შოუ კი 18 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close