ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს ქურდობის ბრალდებით

იტალიაში სუპერმარკეტში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

შემთხვევა რომში მოხდა, სან პაოლოს რაიონში, ტიტოს ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში. გამოცემა „რომათუდეის“ ცნობით, 40 წლის მამაკაცმა მაღაზიის თაროებიდან პროდუქტები აიღო და ზურგჩანთაში დამალვას აპირებდა,როდესაც იგი მენეჯერმა შენიშნა. მამაკაცი გაქცევას შეეცადა, ამ დროს მენეჯერმა მას სახეში გაარტყა.

სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიიდან გამოსვლა შეძლო, თუმცა გარბატელის პოლიციამ იგი მაშინვე დააკავა სუპერმარკეტის სიახლოვეს და ხელბორკილები დაადო.

საქართველოს მოქალაქე 40 წლის მამაკაცი, ფიქსირებული საცხოვრებელი ადგილი გარეშე, უკვე ცნობილი იყო სამართალდამცველებისთვის. იგი დანაშაულის ადგილზე დააკავეს, რადგან პოლიციას ეჭვმიტანილი ჰყავს ძარცვაში. სავარაუდო დამნაშავე სასამართლო პროცესის დაწყებამდე ყაზარმაში მოათავსეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close