მოდა/სილამაზე

2024 წლის მთავარი მოდური ტენდენციები

მოდის ექსპერტთა მტკიცებით, 2024 წელი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგან დიზაინერებმა არ დაიზარეს და სრულიად ახალი, მეტად თამამი ტენდენციები შესთავაზეს მოდურად ჩაცმის მოყვარულებს.

ტყავი

მართალია, ტყავის ქურთუკი მანამდეც მოდის მიმდევარი ყველა ქალის გარდერობში იყო, მაგრამ ახალ სეზონზე ნატურალურთან ერთად ხელოვნური ტყავის ნაწარმიც განსაკუთრებულ აქტუალურობას შეიძენს, რადგან დიზაინერების აზრით, სწორედ ტყავის პალტოს, შარვლისა და ბლეიზერის დენიმთან ან სხვა რბილ ქსოვილთან კომბინაციით შეიძლება უნივერსალური სტილის შექმნა.

წითელი და კრემისფერი

ახალ სეზონზე წითლის სხვადასხვა შეფერილობა გახდება ნებისმიერი სტილისა და მოდელის აუცილებელი ატრიბუტი, მათ კი, ვისაც, წითელი ზედმეტად თვალს ჭრის, თუმცა არც მოდას უნდა  ჩამორჩეს, შედარებით მშვიდი ტონი შეუძლია შეარჩიოს და მოკრძალებულად გამოიყენოს აქსესუარებში.

კონკურენციას წითელ ფერს მხოლოდ კრემისფერი გაუწევს თავისი მრავალფეროვანი ტონებით – ღია კაკაოსფრით დაწყებული, მუქი კარამელით დასრულებული. განსაკუთრებით საინტერესო კრემისფრის სხვადასხვა კომბინაცია ზამთრის სეზონზე იქნება, რაც ელეგანტურობასა და მეტ მყუდროებას შესძენს ნებისმიერ სამოსს.

ბაჰრამა, მაქმანი, ბუმბული

საკუთარი ადგილი დაიკავა 2024 წლის კოლექციებში ბუმბულმა, მაქმანმა და ბაჰრამამ, რადგან სწორედ მსგავსი დეკორატიული ელემენტები შემატებენ სიმსუბუქესა და გრაციას მელანქოლიურ და რომანტიკულად განწყობილ ქალბატონებს, რომლებიც მანამდეც ღრუბლებში დაფრინავდნენ.

სვიტერი

ნებისმიერი ქალის გარდერობის აუცილებელი ატრიბუტი გახდება სვიტერიც, რომელიც სტილისა და დიზაინის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, შემოქმედებითი ძიებისა და თვითგამოხატვის ბრწყინვალე საშუალებად იქცა დიზაინერებისთვის. სავარაუდოდ, 2024 წელს განსაკუთრებულ პოპულარობას ე.წ. პოლო-სვიტერები მოიპოვებენ საყელოზე ელვაშესაკრავით. მართალია, მსგავსმა სვიტერმა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაიპყრო მსოფლიო პოდიუმები, მაგრამ 21-ე საუკუნეში არა სპორტული სამოსის, არამედ წამყვანი მოდელის სტატუსით დაბრუნდება მოდის არენაზე. მომავალ წელს საბაზოდ კლასიკური მუქი ფერები ჩაითვლება, მათ კი, ვისაც კლასიკის გახალისება უნდა, თამამად შეუძლია შეუხამოს მუქი ფერის სვიტერი უკვე პოპულარულ წითელს ან პასტელის ფერის სამოსს.

გააგრძელე კითხვა აქ: imedinews.ge/ge/theme

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close