მსოფლიოამინდი

ევროპის ქალაქები დიდთოვლობის და უამინდობის გამო პარალიზებულია – ჯამში 850 ფრენაა გაუქმებული (ვიდეო)

დიდთოვლობის და ძლიერი ყინვის გამო ევროპის რამდენიმე ქალაქი თითქმის პარალიზებულია – ჯამში 850 ფრენაა გაუქმებული.

ზვავის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს ხელისუფლება მოსახლეობას შვეიცარიასა და ავსტრიაში. უამინდობამ ამ ქვეყნებში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა. შვეიცარიის დედაქალ ციურიხში ფრენები გადაიდო.

მატარებლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ჩეხეთშიც.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა მიუნხენში, სადაც გაჩერებულია შორ მანძილზე მოძრავი მატარებლები. სპეციალური განრიგით მუშაობს ტრამვაი და მეტრო. გაუქმდა ასობით ავიარეისი.

დიდთოვლობის გამო გაუქმდა ბუნდესლიგის მატჩი მიუნხენის „ბაიერნსა“ და „იუნიონ ბერლინს“ შორის, რომელიც, წესით, შაბათს უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი ყინვა და დიდთოვლობა გერმანიაში ადგილობრივებს ბოლო 30 წელია არ ახსოვთ.

თოვლის სიმაღლემ უკვე 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. ბავარიაში ზოგიერთ ადგილზე -10 გრადუსი ყინვაა. უამინდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დიდთოვლობის შედეგად ათასობით მოქალაქე ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და მოგზაურებს აფრთხილებს, რომ ტრანსპორტით გადაადგილება და ფრენა შესაძლოა კიდევ შეფერხდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close