ეკონომიკამიგრაცია

4.4 მლრდ დოლარი – ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა გადმორიცხეს

ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. 

თუკი 2013 წელს ქართველი ემიგრანტების გადმორიცხული ფული, 1.5 მილიარდი დოლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 11.3% იყო, 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტში ემიგრანტების ფულადი გზავნილების წილი 4.4%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეს რეკორდული მაჩვენებელია – აქამდე ამ გზით ამხელა თანხა ქვეყანაში არ შემოსულა.

ნანი აბულაძე უკვე მესამე წელია, რაც იტალიაში მუშაობს – მოხუცს უვლის. იტალიიდან საქართველოში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტ ფულს აგზავნიან. ნანი აბულაძე გვეუბნება, რომ ემიგრაციაში იმიტომ წავიდა, რომ ოჯახს ფული არ ჰყოფნიდა და ბანკის ვალები ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, დალხენილი ცხოვრების მქონე აქ არავინ მოდის. რომელი ნორმალური წამოვა ოჯახიდან და მიატოვებს… სამი წლის წინ პირდაპირ ახლობელთან ჩამოვედი პიზაში. რა თქმა უნდა, გამიჭირდა თავიდან. ძალიან გამიჭირდა. ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს საქართველოში. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად ვეხმარები, ძალიან მიზერულს და აუცილებელს თუ ვუგზავნი. ძალიან ბევრი ქართველი ვართ, ისინიც აქ ცხოვრობენ. ცხოვრობენ კი არა, მუშაობენ“.

კვლევითი ცენტრი PMC წერს,რომ 2022 წელს საქართველო ფულადი გზავნილების მოცულობით, როგორც მშპ-ს წილი, 24-ე ადგილზე იყო მსოფლიოში და მეორე ადგილზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველოს მხოლოდ სომხეთი უსწრებდა.

„ეს გადმორიცხული თანხა GDP-ში პირდაპირ არ შედის, ანუ ფული რომ გადმოირიცხა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკას პირდაპირ დაემატა. ეს თანხა რომ დაიხარჯება, მერე აღირიცხება მთლიან შიდა პროდუქტში. ამ ფულით ადამიანი ან რაღაცას იყიდის, ან საინვესტიციო ხარჯს გასწევს ანუ ბიზნესს დაიწყებს. ჩვენთან, სავარაუდოდ, 90% რაღაცაში იხარჯება… ამ პროცესს მოხმარება ჰქვია და ეს აღირიცხება მშპ-ში“, – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

უკრაინის ომამდე საქართველოში რუსეთიდან გზავნილები მცირდებოდა. მაგალითად, 2013-2021 წლებში მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 54-დან 17.5%-მდე შემცირდა, ამის პარალელურად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცული თანხა, რადგან ევროკავშირში მიგრაცია მაღალი იყო და ამ პროცესს, სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლამაც შეუწყო ხელი.

ფულადი გზავნილები ევროკავშირდან

გაგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close