ვიდეოქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„აუცილებლად გავიმარჯვებ!“ – სპონტანურად ქუჩაში ჩაწერილი ინტერვიუ ამერიკული „ვოისის“ კონკურსანტ ნინი ბრეგვაძესთან (ვიდეო)

„მე თავად ვწერ სიმღერებს, თუმცა თუ ჩემს სტილში იქნება, სხვის სიმღერასაც შევასრულებ“

ეს ინტერვიუ სპეციალურად nostal.ge-სთვის დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ჩაიწერა, როდესაც ამერიკული „ვოისის“ ქართველი მონაწილე ნინი ბრეგვაძე (Nini Iris) თბილისში იყო ჩამოსული. ჩვენი ინსაიდერის მიერ ქუჩაში სპონტანურად, ტელეფონით ჩაწერილ პატარა ინტერვიუში ნინი ამერიკულ „ვოისში“ გამარჯვებისთვის მზადყოფნაზე საუბრობს. ნინისთან ერთადაა მისი უფროსი ძმა და ალბათ ყველაზე დიდი გულშემატკივარი – ბესო ბრეგვაძე.

„ახლა არის 2023 წლის 24 ოქტომბერი“ – ამ სიტყვების შემდეგ ნინი თითებით გამარჯვების ნიშანს გვიჩვენებს.

ინტერვიუს ჩაწერის დროს მაყურებლისა და გულშემატკივრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ნინიმ პირველი ორი ეტაპი დიდი წარმატებით გადალახა – ე. წ. ბრმა მოსმენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და რინგის ტურშიც შთამბეჭდავი შესრულებით მოხიბლა ჟიური და დარბაზი. მას შემდეგ ნინიმ კიდევ 2 ტური გადალახა უპრობლემოდ –  „ნოკაუტშიც“ ბრწყინვალედ გამოვიდა და გაიმარჯვა, შემდეგ კი ტოპ-12-შიც მოხვდა.

ამაღამ პირველი ლაივ შოუა, სამშაბათს კი NBC-ს პირდაპირ ეთერში ნახევარფინალისტებს გამოაცხადებენ. ვინ გადავა ნახევარფინალში, ამას უკვე მაყურებელი წყვეტს ხმის მიცემით.

კიდევ ერთხელ გაეცანით, როგორ უნდა მისცეთ ხმა ნინის.

„ქართველებო ამერიკაში, თუ არ დაგეზარებათ, ორშაბათს, საღამოს 10 საათიდან არის შესაძლებელი ხმის მიცემა“ – ნინი ბრეგვაძე

მოიწონეთ ვიდეო ტიკ-ტოკზე.

გამოგვყევით ინსტაგრამზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close