ქართველები უცხოეთშიარტისტი

„ქართველებო ამერიკაში, თუ არ დაგეზარებათ, ორშაბათს, საღამოს 10 საათიდან არის შესაძლებელი ხმის მიცემა“ – ნინი ბრეგვაძე

 როგორ მივცეთ ნინი ბრეგვაძეს ხმა ამერიკულ „ვოისში“

The Voice USA-ს 24-ე სეზონის ქართველი მონაწილე ნინი ბრეგვაძე (Nini Iris) ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ნინი ბრეგვაძე ამერიკული მეგაშოუს ტოპ-12 კონკურსანტს შორისაა, რომლებიც ამჯერად ნახევარფინალში გადასასვლელად იბრძოლებენ.

აქამდე NBC-ს ეთერში ჩანაწერები გადიოდა, ორშაბათს კი ცოცხალი შოუები იწყება. მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად ნინის საკმარისი რაოდენობის ხმები სჭირდება.

„ქართველებო ამერიკაში, თუ არ დაგეზარებათ, ორშაბათს, საღამოს 10 საათიდან არის შესაძლებელი ხმის მიცემა.

ერთი იმეილით ორი ხმის მიცემაა შესაძლებელი: ერთი ვოისის აპლიკაციით და მეორე NBC-ის საიტიდან.
მადლობა, რომ ასე მამხნევებთ 🤍 მიყვარხართ“, – წერს ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში.

გაეცანით ხმის მიცემის წესს

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი კონკურსანტისთვის და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნინისთვისაც ხმის მიცემა მხოლოდ ამერიკაში მყოფებს შეუძლიათ.

ხმის მისაცემად საჭიროა გადმოწეროთ პროექტის აპლიკაცია და დარეგისტრირდეთ, ერთი იმეილით დაფიქსირდება ერთი ხმა მხოლოდ ერთ კონკურსანტზე

ხმის მიცემა ასევე შესაძლებელი იქნება ტელეკომპანია NBC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე https://voice.vote.nbc.com

აპლიკაციის ბმული ანდროიდზე : https://play.google.com/store/apps/details…

აპლიკაციის ბმული აიოსზე : https://apps.apple.com/…/the-voice-official-app…/id910608607

ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 4 დეკემბერს პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე, ნიუ-იორკის დროით დაახლოებით საღამოს 10 საათზე და მთელი ღამე გაგრძელდება. დილით ხმის მიცემა შეწყდება

სამშაბათს, 5 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში 8 ნახევარფინალისტი დასახელდება.

გამოცხადდება 4 აუტსაიდერი, რომლებიც გადარჩენისთვის იმღერებენ. მათგან მხოლოდ ერთი შეძლებს ნახევარფინალში გადასვლას. ე. წ. აუტსაიდერების გამოსვლების შემდეგ სასურველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა ისევ შესაძლებელი იქნება, თუმცა ხმის მიცემის რეჟიმი მხოლოდ 5 წუთით ჩაირთვება (ეს იმ შემთხვევაში დაგვჭირდება, თუ ჩვენი უნიჭიერესი თანამემამულე აუტსაიდერებს შორის მოხვდება).

ვუსურვოთ ნინის მორიგი წარმატება და ნახევარფინალში გადასვლა!

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close