ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა: ნახეთ ნინის ბრწყინვალე შესრულება და აღფრთოვანებული ჟიურის წევრების რეაქცია (ვიდეო)

ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა.

„ძვირფასო მეგობრებო, მე გავიმარჯვე ნოკაუტის ტურში და ძალიან ვამაყობ. მაგრამ გულწრფელად ვამაყობ არა იმიტომ, რომ გავიმარჯვე, არამედ იმიტომ, რომ მე ვიმღერე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა! მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის! ძალიან მიყვარხართ!“- დაწერა ნინიმ სოციალურ ქსელში.

ნინიმ „ნოკაუტის ტურში“ Radiohead-ის ცნობილი ჰიტი „Karma Police“ შეასრულა და ჟიურის წევრების აღფრთოვანება დაიმსახურა..

If anyone can sing Radiohead, it’s Nini Iris. (eng. თუ ვინმეს შეუძლია Radiohead-ის სიმღერა, ეს ნინია“ – ასეთ წარწერას უკეთებს  „ვოისი“ ნინის გამოსვლის ამსახველ ვიდეოს, რომელსაც თავის ფბ გვერდზე აქვეყნებს. 

„Radiohead-ის “Karma Police”-ის გასაოცარი შესრულება ნინი აირისის მიერ“ – ასეა დასათაურებული ვიდეო.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ნინი ბრეგვაძე  ნაილ ჰორანის (Niall James Horan) გუნდის წევრია.

ნოკაუტის ტურამდე ნინიმ დიდი წარმატებით გადალახა „ბრმა“ მოსმენის და რინგის ტურები.

ნიცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ The Voice-ში „ბრმა“ მოსმენისას ნამდვილი ფურორი მოახდინა

„როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა, უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა“ – NBC ნინი ბრეგვაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close