მასწავლებლის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ბრალდებული ექვსი ფრანგი მოზარდი სასამართლოს წინაშე წარდგება. თითოეულ მათგანს, მაქსიმუმ, 2,5-წლიანი პატიმრობა ემუქრება, – ამის შესახებ BBC წერს.
მკვლელობის დროს, 2020 წლის 16 ოქტომბერს, ბრალდებულთაგან ყველაზე პატარა – 13, ხოლო ყველაზე უფროსი 15 წლის იყო. ისინი ცილისწამებისა და მკვლელისთვის ხელის შეწყობის გამო არიან დაკავებულები.
ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელს, სემუელ პეტის, ჩეჩენმა ლტოლვილმა, აბდულა ანზოროვმა თავი მოჰკვეთა. მკვლელობას მოვლენათა შემდეგი განვითარება უძღოდა წინ:
მედიის ინფორმაციით, მასწავლებელმა მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლების შესახებ მიმდინარე გაკვეთილის პროცესში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.
ყველაზე პატარა ბრალდებული მკვლელობისას 13 წლის იყო. გოგონას მკვლელობამდე 9 დღით ადრე სკოლის ადმინისტრაციამ დროებით, დასჯის მიზნით, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა აუკრძალა (მიზეზი მკვლელობას არ უკავშირდება). ბავშვმა მამა მოატყუა, რომ სკოლაში სიარული სემუელ პეტისთან დაპირისპირების გამო ჰქონდა აკრძალული, რადგან მან კარიკატურების ჩვენებამდე მუსლიმ მოსწავლეებს კლასის დატოვება უბრძანა (მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა პეტის გაკვეთილს არც კი დასწრებია).
მონათხრობით შეშფოთებულმა მშობელმა – გოგონას მამამ ვიდეო ჩაწერა, სადაც მასწავლებელს აკრიტიკებდა და მის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა. ვიდეომასალა ნახა სკოლიდან თითქმის 80 კილომეტრის მოშორებით მცხოვრებმა ჩეჩენმა ლტოლვილმა, რომელმაც ეს მანძილი სწორედ მასწავლებლის მოსაკლავად გაიარა. მან იცოდა სკოლის მისამართი და მასწავლებლის სახელი და გვარი, თუმცა კაცს ვიზუალურად ვერ ცნობდა. თანხის სანაცვლოდ, მას სკოლასთან მყოფმა მოსწავლეებმა უთხრეს, ვინ იყო აღნიშნული მასწავლებელი (სწორედ ამ მოსწავლეების სასამართლო სხდომები დაიწყო 2 დღის წინ).
ანზოროვმა გაკვეთილების შემდეგ სკოლიდან გამოსული მასწავლებელი მოკლა. კაცის თავმოკვეთილი ცხედარი პოლიციამ სკოლასთან ახლოს ნახა.
ანზოროვი სამართალდამცველებმა დაკავებისას მოკლეს.
rustavi2.ge
ამავე თემაზე: ფრანგი მასწავლებლის მკვლელი ჩეჩნეთის სოფელში დაასაფლავეს (ვიდეო)
საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს
კომენტარები