ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

„მას., სალტო გავაკეთო?“ – მოსწავლეები და მათი 25 წლის მასწავლებელი მაღალმთიან აჭარაში პირველმა თოვლმა გაახარა (სახალისო ვიდეო)

25 წლის ლუიზა შანიძე, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში (ხულოდან 15 კმ-ში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე), ქობულეთელია, მაგრამ მაღალმთიან რეგიონში გადაწყვიტა მასწავლებლად წასვლა.

ამბობს, რომ პირველად ღორჯომის თემიდან გამოეხმაურნენ და უკვე 2 თვეა, ამ სოფლის სკოლაში მუშაობს, თან ტიკ-ტოკზე საზოგადოებას მაღალმთიანი აჭარის ყოფა-ცხოვრებას აცნობს. მისი ვიდეოები პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებული ყურადღება კი ბოლო დროს გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა მიიქცია პირველ თოვლში მისი მოსწავლეების ხალისიანი გართობის შესახებ და ვირუსულადაც გავრცელდა. მართლაც სასიამოვნო სანახავია როგორც ბავშვების სიხარული, გუნდაობა და თოვლში კოტრიალი, ისე მათი ემოცია ახალგაზრდა მასწავლებლის მიმართ, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან უყვართ.

ლუიზა შანიძის თქმით, მოსწონს, რომ აქაური ბავშვები გაჯეტებზე დამოკიდებულები არ არიან, თავი ტელეფონში არ აქვთ სულ ჩარგული და ცოცხალ თამაშებს თამაშობენ. ეს ვიდეოებიც ამის დასტურია.

@luissashanidze

პირველი თოვლი ❄️ მაღალმთიანიაჭარა ღორჯომი💚🌸

♬ original sound – Luissa🌵

@luissashanidze

მთელი დღეა გადაუღებლად თოვს☃️❄️ #მაღალმთიანიაჭარა #ღორჯომი💚🌸

♬ Snowman – 헐 잘생겼다 Ryujin

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close