იტალიასპორტი

კვარაცხელიას ახალი მწვრთნელი მილიონ ევროს მიიღებს – მაცარი „ნაპოლიში“ მესამედ მივიდა

ვალტერ მაცარი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მწვრთნელი გახდა. გამოცდილმა სპეციალისტმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ კი კასტელ ვოლტურნოში გაემგზავრა და პირველი ვარჯიში ჩაატარა.

„არეა ნაპოლის“ ცნობით, ვალტერ მაცარიმ აურელიო დე ლაურენტისის „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე, ანუ სეზონის ბოლომდე გააფორმა. საინტერესოა, რომ ამ პირობებში არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობა, როგორც ამას სხვა მწვრთნელები ითხოვენ, მათ შორის, იგორ ტუდორი.

„მაცარის ხელფასი მილიონ ევრომდე იქნება. აურელიო დე ლაურენტისის კლუბი იტოვებს უფლებას, განიხილოს მისი კონტრაქტის გახანგრძლივება ამ სეზონის ბოლოს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული შედეგებზე შვიდი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ტოსკანელი სპეციალისტი გასული წლის ჩემპიონს სათავეში ჩაუდგა“, – წერს „არეა ნაპოლი“.

ნეაპოლელები მაცარის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ჯან პიერო გასპერინის „ატალანტასთან“ გამართავენ (26 ნოემბერს), შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაუპირისპირდებიან (30 ნოემბერს). „ნაპოლის“ ახლო პერიოდში ტოპგუნდებთან კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება – „ინტერს“ „სტადიო მარადონაზე“ 3 დეკემბერს მიიღებს, ხოლო „იუვენტუსს“ „ალიანს სტადიონზე“ 8-ში ესტუმრება.

საინტერესოა, რომ ეს მაცარის მესამე დაბრუნებაა „ნაპოლიში“ – პირველად ჯერ კიდევ 1998 წელს მივიდა კლუბში და იტალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2009 წელს კი დე ლაურენტისმა კლუბის ყიდვის შემდეგ გუნდის ხელმძრვანელობა სწორედ მას ანდო.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close